მედია.Ge

IDFI მედიაში 25 თებერვალი 2013
14 თებერვალი, 2013 - 12:20

საჯარო დაწესებულებების ელექტრონული კომუნიკაცია მოქალაქესთან დახვეწას საჭიროებს -IDFI

 
IDFI

კომუნიკაცია ხელისუფლებასა და მოქალაქეს შორის, როგორც ვებ-გვერდებზე ასევე სოციალურ ქსელებში, ცალმხრივი ხასიათისაა - ნათქვამია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც სამთავრობო დაწესებულებების ელექტრონული კომუნიკაციის სტრატეგიას ეხება.

კვლევა მომზადდა პროექტის „ელ-ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში და ემყარება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ საჯარო დაწესებულებებიდან მოთხოვნილი ინფორმაციის ანალიზს.

IDFI-მ გაუგზავნა კითხვები  24 ცენტრალურ საჯარო დაწესებულებას: პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მთავრობის კანცელარიას, ქალაქ თბილისის მერიას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებს (გარდა დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა).

ამ უწყებებს მოთხოვეს შემდეგი საჯარო ინფორმაცია:

1.   საზოგადოებასთან ურთიერთობის მოქმედი სამოქმედო გეგმა. 2. საჯარო დაწესებულების ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2011 წელს შემოსული მომხმარებლის რაოდენობა. 3. საჯარო დაწესებულების ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე შემოსული მომხმარებლის რაოდენობა. 4. საჯარო დაწესებულების ოფიციალურ ელ-ფოსტაზე 2011 წელს შემოსული შეკითხვების რაოდენობა. 5. საჯარო დაწესებულების ოფიციალურ ელ-ფოსტაზე 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე შემოსული შეკითხვების რაოდენობა. 6. საჯარო დაწესებულების ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული საკონტაქტო ფორმით 2011 წელს შემოსული კითხვების რაოდენობა. 7. საჯარო დაწესებულების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული საკონტაქტო ფორმით 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე შემოსული კითხვების რაოდენობა. 8. საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი ოფიციალური ელ-ფოსტით 2011 წელს მოქალაქეთა შეკითხვებზე გაცემული პასუხების რაოდენობა. 9. საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი ოფიციალური ელ-ფოსტით 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე მოქალაქეთა შეკითხვებზე გაცემული პასუხების რაოდენობა.

კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ “საჯარო დაწესებულებების მხრიდან სათანადო  ყურადღება  არ ეთმობა ვებ-გვერდებზე არსებულ საკომუნიკაციო საშუალებებს, უმეტეს შემთხვევებში არ ხდება ელ-ფოსტითა და ვებ-გვერდზე ინტეგრირებული მიწერის ფუნქციით საჯარო დაწესებულებებში შესული წერილების აღრიცხვა, სამთავრობო უწყებები ხშირად არც მათი ვებ-გვერდების მომხმარებელთა რაოდენობით ინტერესდებიან. საჯარო დაწესებულებების უმეტესობას არ აქვს შემუშავებული საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიული გეგმა”.

IDFI აგრეთვე აღნიშნავს, რომ “გამოიკვეთა დადებითი ტენდენციაც, სამთავრობო უწყებების პასუხებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის თანდათან პრიორიტეტული ხდება მოქალაქეებთან კომუნიკაციის დახვეწა და გაუმჯობესება”.

კვლევის სრული ვერსია და რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024