Media.Ge

IDFI მედიაში 19 მარტი 2014

საჯარო ინფორმაციის ბაზა Opendata.ge ფართოვდება

 

 

 

ლევან ავალიშვილი

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ შექმნილი საჯარო ინფორმაციის ბაზა Opendata.ge ფართოვდება და რამდენიმე არასამთავროფო ორგანიზაციის საჯარო ინფორმაციის ერთიანი პორტალი ხდება. კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება, რატომ მიიღო IDFI-მ ეს გადაწყვეტილება - ამ თემაზე Media.Ge IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარესა და პროექტის ხელმძღვანელს, ლევან  ავალიშვილს ესაუბრა.

Opendata.ge ფართოვდება და საჯარო ინფორმაციის ამ ბაზასთან დაკავშირებით ცვლილებებს გეგმავთ. კონკრეტულად რა სიახლეებს გეგმავთ?

უახლოეს პერიოდში გაეშვება განახლებული Opendata სრულიად ახალი სტრუქტურით, ახალი დიზაინით, სადაც განთავსდება არამხოლოდ ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია. გაერთიანდება ოთხი ორგანიზაციის ბაზები - ჩვენი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „მწვანე ალტერნატივის“. ოთხივე ორგანიზაცია გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას ამ ერთ ბაზაში ატვირთავს.

რატომ მიიღეთ გაფართოვების და პროექტში სხვა ოგანიზაციების შემოყვანის გადაწყვეტილება?

წარმატებული პროექტია. ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს და ჩავთვალეთ, რომ კარგი იქნებოდა თუ ის, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც საჯარო ინფრმაციას ითხოვს, საკუთარ  შესაძლებლობებს გააერთიანებდნენ.

ერთიანი ბაზის შექმნით, ამ ოთხი დიდი ორგანიზაციის მიერ მოთხოვილი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი და შინაარსობრივადაც სრულყოფილი გახდება.

ამ პროექტს „წარმატებული“ უწოდეთ. სამწლიანი მუშაობა რომ შეაჯამოთ, რას გამოყოფთ ყველაზე მნიშვნელოვნად, რით არის უნიკალური ეს პროექტი?

რთულია საკუთარი პროექტის ქება, მაგრამ როდესაც ვიწყებდით, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით უფრო პრობლემური ვითარება იყო. საჯარო ინფორმაციას ბევრი მედიასაშუალება,  ორგანიზაცია ითხოვდა, მაგრამ ყველა უწყებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და გასაჯაროვება ერთ ბასაზაში ახალი მიდგომა იყო. ამან, ჩემი აზრით, წარმატება მოიტანა იმიტომ, რომ  100 ათასზე მეტი უნიკალური მნახველი ჰყავს საიტს. ახლა, როცა გაერთიანდება ბაზები, უფრო სრულყოფილი იქნება და საჯაროობისთვის კარგი ბაზისი შეიქნება.

რა შედეგი გამოიღო ამგვარი ბაზის არსებობამ, შეგიძლიათ გაიხსენოთ კონკრეტული მაგალითები, როდესაც თქვენ მიერ გასაჯაროვებული ინფორმაციის შემდეგ რაღაც შეიცვალა?

ასეთი ძალიან ბევრი ისტორიაა ამ სამწლიანი ისტორიის განმავლობაში. თავდაპირველად ჩვენ მხოლოდ ინფორმაციას ვაქვეყნებდით და ნაკლებად ვაკეთებდით ანალიზს. მას შემდეგ, რაც გავაქტიურდით ანალიტიკის კუთხითაც,  შევქმენით ბლოგი და უფრო მივიღეთ შედეგები. ხშირად ისეთ რაღაცეებს ვაქვეყნებთ, რასაც მაშინვე მოჰყვება რეაქცია, მაგალითად, 2012-2013 წლის პრემიების გამოქვეყნებამ გამოიწვია პრემიებისადმი მიდგომის შეცვლა, როდესაც დავით უსუფაშვილი გამოვიდა და ეს პრაქტიკა აღკვეთა პარლამენტში თავისი ბრძანებით.

სულ ბოლოს კულტურის სამინისტროს მივლინებებთან დაკავშირებით გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, რასაც ასევე რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან. იგივე პარლამენტის მშენებლობა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გაწეული აუდიტის სამსახურის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება - ასეთი ბევრი ფაქტის გახსენება შეიძლება.

თქვენ ყველაზე დახურულ და ყველაზე ღია უწყებებს ყოველწლიურად ასახელებთ. 2013 წელს ამ ღონისძიებას პრემიერ მინისტრთან ერთად თითქმის მთელი მთავრობა ესწრებოდა, იყვნენ პარლამენტის წევრები. წინა დაჯილდოვებები ასეთი წარმომადგენლობითი არ იყო.

მართალია, თუმცა, ბოლო დაჯილდოვება ახალი მთავრობის მოსვლას დაემთხვა, თან მათთვის  კარგი შედეგებიც იყო. მართლაც შეცვლილი იყო მდგომარეობა.  საჯარო ინფორმაცია ხელისუფლებამ პრიორიტეტად განსაზღვრა, რაც მისასალმებელია. თუმცა ვნახოთ როგორ გააგრძელბენ მუშაობას, დატოვებენ თუ არა ინფორმაციის თავისუფლებას პრიორიტეტულად.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024