media.ge

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

 

IDFI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე მოუგო
 
გელა ბოჩიკაშვილი 
26.09.2013
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის საქალაქო სასამართლოს მისსავე უწყებაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე საქმე მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაევალა IDFI-ის მის მიერ მოთხოვილი ინფორმაცია ერთი თვის მანძილზე მიაწოდოს.
IDFI თბილისის საქალაქო სასამართლოს სთხოვდა მიეწოდებინა სტატისტიკური ინფრომაცია   2012 წლის 1 ნოემბრიდან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის" შესახებ. მაშინ თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციამ  IDFI-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია საიდუმლოდ მიიჩნია.
როგორც IDFI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ავალიშვილი ამბობს, IDFI-მ საჯარო ინფორმაცია სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვა.
„ინფორმაციას ვითხოვდით - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ფინანსთა სამინისტროდან და პროკურატურიდან. იგივე საქმეზე სასამართლო პროცესი წავაგეთ ქუთაისში. ყველა უწყებიდან სხვადასხვა პასუხი მივიღეთ“, - უთხრა მან Media.Ge-ს.
მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლო განჩინებას ოფიციალურად გამოაქვეყნებს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აღნიშნულ საკითხზე მასალის გამოქვეყნებას გეგმავს.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" 2009 წლის ივნისში დაფუძნდა. მისი მიზანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ინტერნეტ-რესურსების განვითარებით ხელისუფლების ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა. 
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024