კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის თბილისის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებში რადიო-მონოპოლიის დამყარებას ეწინააღმდეგება

განცხადებები 29 იანვარი 2016

2016 წლის 18 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) გადაწყვეტილებით, თბილისში (ტალღაზე FM 92.3) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა კომპანიამ - „მომხმარებელთა საყურადღებოდ“.საკონკურსო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ახლადშექმნილ რადიოს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“, მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანია შპს „თბილისის მიკროავტობუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექნება ექსკლუზიური უფლება განახორციელოს მაუწყებლობა ქალაქში არსებულ ყველა მუნიციპალურ მიკროავტობუსში, მათ შორის, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე.ხელშეკრულებიდან ასევე ირკვევა, რომ რადიო მაუწყებლობა დაამონტაჟებს შესაბამის სატრანსპორტო საშუალებებში ტექნიკურ დანადგარებს და მოახდენს აღნიშნული დანადგარების კონტროლს. მითითებული სერვისის სანაცვლოდ, შპს „თბილისის მიკროავტობუსში“ შემავალი კომპანიები მიიღებენ გარკვეულ თანხას (ჯამურად მიიღებენ თვეში 5000 ლარს - გარანტირებულად ერთი წლის განმავლობაში (ხოლო კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში - განუსაზღვრელი დროის განმავლობაში).


აქვე აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანის ნებართვა თბილისის ტერიტორიაზე გააჩნია მხოლოდ აღნიშნული კომპანიის მმართველობაში შემავალ მიკროავტობუსებს. ამგვარად, ყველა მძღოლი და ის პირები, ვინც მუნიციპალური მიკროავტობუსით მოსარგებლეები არიან, ფაქტობრივად იძულებით,გარდაუვლად გახდებიან დასახელებული მხოლოდ ერთი რადიო მაუწყებლობის აუდიტორია: როგორც მიკროავტობუსის მძღოლებს, ასევე სხვა პირებს მგზავრობისას ერთმევათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში (ასევე) მოუსმინონ სხვა რადიო მაუწყებლობას.


მიუღებლად მიგვაჩნია მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის მიერ ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება, ვინაიდან ის აწესებს მოსახლეობის ძალიან ფართო სეგმენტზე ფაქტობრივ რადიო-მონოპოლიას, რაც შეუთავსებელია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან: არჩევანის თავისუფლებასა და მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებასთან, რასაც ყველა სახელმწიფო უწყება თუ მუნიციპალური კომპანია უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს.


აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანია „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ ეკუთვნის გოგა ხაინდრავას, რომელსაცსაჯაროდ ცნობილი გარემოებებიდან გამომდინარე აქვს მჭიდრო კავშირები მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. ეს ფაქტი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კონტექსტში, კიდევ უფრო პრობლემურს ხდის სატრანსპორტო და რადიო კომპანიებს შორის დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობებით იქმნება არაკონკურენტული და არათანაბარი გარემო სხვა საინფორმაციო საშუალებებისათვის, ხოლო ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყაროს დაშვებით, ჩნდება ეჭვები წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ.


საზოგადოება ყოველთვის მძაფრად უარყოფითად რეაგირებდა მედიის შეზღუდვის მსგავს მცდელობებზე. ასე მოხდა 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც, როცა თბილისში მომუშავე მიკროავტობუსებში რადიომიმღებების მუშაობა აკრძალეს.


კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ და შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობას, გააუქმონ მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც არღვევს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებსა და პლურალისტულ მედიაზე წვდომის უფლებას. ვფიქრობთ, რომ საკითხი მიეკუთვნება ანტიმონოპოლური სამსახურის კომპეტენციას და დაუშვებელია ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024