Covid-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომები - საერთაშორისო პრაქტიკა

სიახლეები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 11 მაისი 2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოს 215 ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 281,015 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

 

ახალი კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ფართო სპექტრის ზომებს მიმართავენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბლავატნიკის მართვის სკოლის კვლევითმა ჯგუფმა მიღებული ზომების შეფასების სპეციალური მექანიზმი The Oxford COVID-19 Government Response Tracker (OxCGRT) შექმნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ კორონავირუსის შესაჩერებლად მიღებული ზომების შეფასებას და შედარებას ახდენს, საბოლოოდ კი სიმკაცრის ინდექსი გამოჰყავს. მექანიზმი თითოეულ ქვეყანაზე საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სახელმწიფო რეაგირების 17 ინდიკატორის მიხედვით აგროვებს, აქედან 8 ინდიკატორი შეჩერების და შეზღუდვის პოლიტიკას (სასწავლო პროცესის შეჩერება, მიმოსვლის შეზღუდვები, კომერციული ობიექტების დახურვა) ეხება, 4 ინდიკატორი ეკონომიკურ პოლიტიკას (სოციალური დახმარება, უმუშევრობის კომპენსაცია, შემწეობა), ხოლო დანარჩენი 5 ინდიკატორი მოიცავს ჯანდაცვის პოლიტიკას (ტესტირება, საგანგებო ინვესტიციები ჯანდაცვის სფეროში). აღნიშნულზე დაყრდნობით, IDFI-მ, ქვეყნების კლასიფიკაცია მკაცრი, საშუალო და მსუბუქი შეზღუდვების მიხედვით მოახდინა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, სპეციალური აკრძალვებისა და მათი დარღვევის შემთხვევაში დაწესებული ჯარიმების აღწერა, 2020 წლის 10 მაისის მდგომარეობით, წარმოდგენილია ცხრილის სახით.

 

ცხრილში საქართველოს ჩათვლით ჯამში 22 ქვეყნის მაგალითია მოცემული. მონაცემების მიხედვით, ჩანს, რომ თითოეულ მათგანში კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ მარტის თვეში მიღებული ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება. უნდა აღინიშნოს, რომ მკაცრი კარანტინის ქვეყნებში მიღებული ზომების შემსუბუქება არ ეხება სახლიდან გასვლას, რაც მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით, მათ შორის, საკვებისა და მედიკამენტების შეძენით, ან სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტით უნდა იყოს ნაკარნახევი.

 

საქართველოს მთავრობამ, აპრილის ბოლოდან - ივლისის პირველ ნახევრამდე, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 2 კვირიანი შუალედებით ამოქმედდება.

 

შემოღებული შეზღუდვების რაოდენობის, სიმკაცრისა და მათი დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველო მკაცრი ზომების მქონე ქვეყნებს უახლოვდება. ფიზიკური პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის სპეციალური რეჟიმის პირველივე დარღვევის ფაქტს 3000 ლარიანი ჯარიმა მოჰყვება, რაც აღემატება დასავლეთ ევროპის, სკანდინავიის და სხვა განვითარებული ქვეყნების მიერ დაწესებული ჯარიმების რაოდენობას და არაპროპორციულად მაღალია მოსახლეობის შემოსავლებთან მიმართებით. მაგალითად, გერმანიის შემთხვევაში, წესების დამრღვევი პირის ჯარიმა მისი თვიური შემოსავლის მიხედვით განისაზღვრება, ხოლო ახალ ზელანდიაში, პირველი დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას იღებს.

 

/public/upload/Covid/Covid-19_small.pdf

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024