მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ - მამხილებლის დაცვა და მხილების ინსტიტუტის პრაქტიკაში დანერგვა

ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 4 აპრილი 2022

სტატია მომზადებულია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის 

"მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად"   ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოცხადებული ანალიტიკური სტატიების კონკურსისთვის თემაზე „მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ“.

 

ნაშრომის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს IDFI-ის/ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდის შეხედულებებს.

 

მესამე ადგილზე გასული ავტორები:

მერი მაჭარაშვილი; 

თინათინ ღვინიანიძე;

 

ძირითადი მიგნებები

კანონმდებლობის ანალიზის მიგნებები:

 

- საქართველოს მხილების ინსტიტუტის მარეგულირებელი კანონმდებლობა რეგულირების მიღმა ტოვებს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომლებიც  ახორციელებენ საჯარო უფლებამოსილებებს და მათი საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია საჯარო ინტერესთან, თუმცა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ წარმოადგენენ საჯარო სამსახურს.

 

- საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ინფორმაციის თავისუფლებას და არ არის დაწესებული სანქციები ინფორმაციის ღიაობის შეზღუდვისათვის.

 

- საქართველოს კანონმდებლობა არ ავალდებულებს დაწესებულებებს მხილების განცხადებების ცალკე პროცედურების განსაზღვრას.

 

- კანონმდებლობა არ ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომ ცალკე წესები და ინსტრუქციები შეიმუშაონ მხილების საკითხების განხილვისთვის (ჩარჩო კანონი).

 

შესავალი

საქართველოში მამხილებლის ინსტიტუტი 10 წელიწადზე მეტია დანერგილია, თუმცა ჯერ კიდევ არ გამოიყენება აქტიურად მიუხედავად იმისა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი. წარმოდგენილი სტატიის მიზანია მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის და საჯარო მონაცემების ანალიზის შედეგად ამ ინსტიტუტის გაძლიერების ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა, ევროკავშირში არსებული რეგულაციების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა საქართველოში მხილების ინსტიტუტის გამოწვევების და დადებითი ასპექტების გამოკვეთა.

 

სტატიის მომზადების ფარგლებში საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ შემდეგი უწყებებიდან:

 

- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

 

- საქართველოს ეროვნული ბანკი;

 

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

 

- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

 

- სსიპ-საპენსიო სააგენტო;

 

- სსიპ- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

 

საჯარო ინფორმაციის სახით მოვითხოვეთ ინფორმაცია  ორგანიზაციაში დანერგილი იყო თუ არა მხილების შესახებ განცხადების განხილვის ცალკე პროცედურა და 2021 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით თუ მიუღიათ მხილების შესახებ განცხადება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოვითხოვეთ ინფორმაცია განცხადებების რაოდენობის შესახებ,რამდენ განცხადებაზე ჩატარდა წარმოება, რა საკითხს ეხებოდა განცხადება; რა გზას მიმართა მამხილებელმა განცხადების წარმოსადგენად (ანონიმური შეტყობინება, სატელეფონო შეტყობინება და სხვა.). საჯარო ინფორმაცია მოგვაწოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელიც განხილული იქნება სტატიის ძირითად ნაწილში.

 

მხილების ინსტიტუტის შედარებითი ანალიზი

 

მხილების ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობაში გაჩნდა 2009 წლიდან. 2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაფართოვდა საკითხთა წრე, რასაც შეიძლება მხილება შეეხოს, გაიზარდა მხილების გზები და მამხილებლის სამართლებრივი დაცვის მექანიზმები. მხილების ინსტიტუტი დარეგულირებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ - კანონი). კანონის მიზანი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილებასა და სხვა საკითხებთან ერთად არის მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლების განსაზღვრა.

 

კანონის თანახმად,  მხილება შეილება ეხებოდეს საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების ისეთ დარღვევას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. მხილების განმარტება დაკავშირებულია მხილების განცხადების განმხილველ ორგანოებთანაც. კერძოდ, მხილება პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება მხილებად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხილების განცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს ზემოაღნიშნული ორგანოები. აქედან გამომდინარე,  კანონმდებლობაში მამხილებლის ინსტიტუტი განმტკიცებულია საჯარო დაწესებულებებში, რომელთა ჩამონათვალი ფართოა, მაგრამ  და არ მოიცავს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, ან იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ ან/და ახორციელებენ საჯარო უფლებამოსილებას. აღნიშნული საკითხი განხილულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2021 წლის კვლევაშიც.

 

კანონი არ გვთავაზობს მამხილებლის განმარტებას, არ ავიწროებს იმ პირთა წრეს ვინც შეიძლება წარადგინოს მხილების განცხადება. გასათვალისწინებელია, რომ კანონით დადგენილი მამხილებლის დაცვის სამართლებრივი გარანტები საკმაოდ ფართოა და ეხება არამხოლოდ მამხილებელს, არამედ მის ახლო ნათესავსაც.

 

კანონი ადგენს მხილების განცხადების განხილვის პროცედურასაც. კანონის 206 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „განცხადების განმხილველი ორგანო მხილების განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი წესების არარსებობის შემთხვევაში – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით“. აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარე, კანონი არ მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომ დადგენილი ჰქონდეთ მხილების განხილვის ცალკე პროცედურა.

 

ევროკავშირმა 2019 წლის 23 ოქტომბერს მიიღო მამხილებლების დაცვის შესახებ 2019/1937 დირექტივა, რომლითაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაევალათ თავიანთი კანონმდებლობის 2021 წლის 19 დეკემბრამდე დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

დირექტივა ეხება მამხილებლებს, რომლებიც მუშაობენ კერძო თუ საჯარო სექტორში. დირექტივა იცავს მამხილებლებს, რომლებმაც პოტენციური დარღვევების/დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიიღეს დასაქმების პერიოდში, თუმცა მხილების შემდეგ მათი ურთიერთობა დამსაქმებელთან შეწყდა. დირექტივა მხილების შიდა, გარე და საჯარო გზებს ითვალისწინებს.

 

დირექტივის მიხედვით, მამხილებელს უფლება უნდა ჰქონდეს შიდა მხილების არხების გამოყენების შემდეგ მიმართოს გარე მხილების საშუალებებს. დირექტივა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს განსაზღვრონ კომპეტენტური უწყებები, რომლებსაც უფლება ექნებათ მიიღონ და განიხილონ მხილების განცხადებები.

 

დირექტივის მიხედვით მამხილებელი დაცული უნდა იყოს სხვადასხვა უკანონო ქმედებისაგან, მათ შორის იძულების, დაშინების, დისკრიმინაციის, სამსახურიდან გათავისუფლების და სხვა.

 

მამხილებელმა მხილებისათვის შეიძლება გამოიყენოს ზეპირი ან წერილობითი მიმართვის ფორმები. ასევე დასაშვებია ანონიმური მხილება, თუმცა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ თავად დაადგინონ იურიდიული პირების რამდენად ვალდებული არიან განიხილონ ანონიმური შეტყობინებები.

 

დირექტივის იმპლემენტაცია ევროკავშირის  წევრ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელდა. წევრ სახელმწიფოებს დირექტივაში დაწესებულებზე უფრო მაღალი სტანდარტების დაწესების უფლება აქვთ. თუმცა, აქამდე ამოქმედებული ეროვნული კანონების  გათვალისწინებით ბევრ წევრ სახელმწიფოში, მოსალოდნელია, რომ ეროვნული კანონების უმეტესობა დიდ წილად ასახავს დირექტივის დებულებებს მისი ძირითადი მოთხოვნებიდან გადახვევის ან უფრო მკაცრი სტანდარტების დაწესების გარეშე.

 

დანია  გახდა პირველი წევრი ქვეყანა, რომელმაც განახორციელა დირექტივის იმპლემენტაცია  2021 წლის 24 ივნისს. თუმცა ახალი კანონი  ძალაში შევიდა 2021 წლის 17 დეკემბერს ახალი კანონი ცალსახად არ ითვალისწინებს ანონიმური შეტყობინების შესაძლებლობას, თუმცა ის ითვალისწინებს დამოუკიდებელი გარე მამხილებელთა სქემის შექმნას დანიის მონაცემთა დაცვაზე პასუხიმგებელი ორგანოს მიერ („Datilsynet“). მამხილებელთა შიდა სისტემამ კი უნდა უზრუნველყოს, რომ მამხილებლებს შეეძლოთგააკეთონ მხილების განცხადება ზეპირად ან წერილობით, და ყველა დამსაქმებელმა უნდა დააფიქსიროს მამხილებელთა სისტემის განხორციელება და პროცედურები წერილობით. დამსაქმებელმა უნდა ჩამოაყალიბოს შიდა „მამხილებელთა ერთეული“ მიუკერძოებელი პირის ან დეპარტამენტის სახით, ან დამოუკიდებელი მესამე მხარის გამოყენებით. ამ განყოფილებამ უნდა მიიღოს და გააკონტროლოს პრობლემები და იყოს კონტაქტში მამხილებლებთან. კანონი ასევე იცავს მამხილებელს  სამსახურიდან გათავისუფლებისა და სხვა მავნე მოპყრობისგან. შვედეთი გახდა მეორე წევრი ქვეყანა, რომელმაც დირექტივა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონი ძალაში შედის 2021 წლის 17 დეკემბერს, მისი დებულებები მხოლოდ 2022 წლის 17 ივლისიდან გავრცელდება კერძო ორგანიზაციებზე, სადაც 250 ან მეტი თანამშრომელი მუშაობენ. პორტუგალია -  დანიასა და შვედეთში მიღებული კანონებისგან განსხვავებით, პორტუგალიაში ახალი კანონი ცალსახად იცავს ანონიმურ მამხილებლებს და ავალდებულებს ორგანიზაციებს დააწესონ პროცედურები, რომლებიც ანონიმური განცხადების საშუალებას იძლევა, ასევე ასახავს კონკრეტულ ადმინისტრაციულ სანქციებს. 2021 წლის 16 დეკემბერს, ლიეტუვას პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც აფართოებს დირექტივით მინიჭებულ დაცვას იმ პირებზე, რომლებიც აცხადებენ იმ დარღვევების შესახებ, რომლებშიც არსებობს საჯარო ინტერესი. ახალი კანონი ასევე ცალსახად ითვალისწინებს, რომ კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება მოითხოვოს მამხილებლების კომპენსაცია და სოციალური შეღავათი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონაცემთა საჯაროობა და ხელმისაწვდომობა. ტურინის უნივერსიტეტის (იტალია) კოორდინაციით, ჩატარდა კვლევითი კონსორციუმი, რომელიც აერთიანებდა უნივერსიტეტებსა და ასოციაციებს რომლის ფარგლებში პროექტი „WOODIE“ფოკუსირებული იყო ორ ღონისძიებაზე - ღია მონაცემებსა და მამხილებელთა დაცვაზე, რომლებიც განსაზღვრულია ევროკავშირის, OECD-ისა და მრავალი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, როგორც გადამწყვეტი საკითხი სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობისა და მთლიანობის მისაღწევად, ასევე კორუფციის აღკვეთისა და გამოვლენისთვის. პროექტის მთავარ თემას წარმოადგენდა მონაცემთა ღიაობის ზეგავლენა მამხილებლის ინტიტუტზე და ძირითადი აქტივობები იყო: 1) ამ ორი ღონისძიების განხორციელების შეფასება, როგორ გამოიყენება და როგორ ფუნქციონირებს, მათი ძლიერი მხარეები და ნაკლოვანება; 2) რამდენად უწყობენ ხელს ისინი სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და მთლიანობის გაზრდას; 3) წინა ორი აქტივობის შედეგზე დაფუძნებული შეფასების მოდელის შემუშავება; 4) ICT ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც საჯარო ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს შეაფასოს მათი პოლიტიკა მამხილებლის დაცვასა და ღია მონაცემების შესახებ. პროექტის შედეგების ბენეფიციარები იყვნენ საჯარო ადმინისტრაციები.

 

ქვეყანაში დღეს ისედაც უზრუნველყოფილია გამჭვირვალობა საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც ითვალისწინებს შესყიდვების პროცესების, ტენდერებისა და განსაკუთრებით ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას,  რომელთა ძირითად დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. თუმცა არ არსებობს ორგანო რომელიც ამ ვალდებულებების შესრულებას სისტემატურად გაუწევს კონტროლს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ინსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების საჯაროობის კონტროლს და  დადგინდეს სანქციები მონაცემების საჯაროობის მოთხოვნათა დარღვევისათვის.  გასათვალისწინებელია, რომ ის ორგანოები რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ წარმოადგენენ საჯარო სამსახურს და ამ ორგანოებში დასაქმებული პირები  (გარდა მაღალი თანამდებობის პირებისა - თავმჯდომარე და მოადგილე) არ ექცევიან კანონის რეგულირების ქვეშ და მათზე არ ვრცელდება კანონით გათვალისწინებული მთელი რიგი მოთხოვნები, თუმცა რეალურად ეს დაწესებულებები(საჯარო სამართლის იურიდიული პირები) წარმოადგენენ საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებას და ფინანსდებიან ბიუჯეტიდანაც და ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვებს. მიუხედავად საქართველოში 2015 წლიდან დღემდე  გადადგმული ნაბიჯებისა, ინფორმაცია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის  (IDFI)  მიერ  2021 წლის  ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტები აცხადებენ, რომ მხილების მექანიზმის ეფექტიანობისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნების სოციალური გარანტიები მამხილებლის ინსტიტუტს დაცვისას.

 

2022 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში  2021 წლის  13 აპრილს დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში მხილების საკითხების მოწესრიგების წესი რომელიც ადგენს მხილების განცხადების შესაძლებლობას ორივე ფორმით, ასევე გამოყოფს ცალკე დანაყოფს რომელიც იხილავს მხილების განცხადებებს ადგენს მხილების განცხადების ვადებს და ითვალისწინებს მის მიმართს სოციალურ გარანტიებს. 2021 წლის 7 დეკემბერს, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის განისაზღვრა ვალდებულება, რომ თითოეულ საწარმოს უნდა გააჩნდეს ეთიკის  კოდექსი რომელიც უნდა მოიცავდეს: ანონიმური მხილების ეფექტურ სისტემას, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეეძლებათ უკანონო/შეუსაბამო/არაეთიკური ფაქტების კონფიდენციალურად ყოველგვარი დისკრიმინაციული და არასათანადო მოპყრობის საფრთხის გარეშე დაფიქსირება. ანონიმური მხილების სისტემა, უნდა აწესრიგებდეს დაფიქსირებული ფაქტების მოკვლევისა და რეაგირების პროცედურულ საკითხებსაც. ანონიმური მხილების სისტემის შექმნასა და მისი სათანადო აღსრულების საკითხებზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს სამეთვალყურეო საბჭომ. 2021 წლის 25 აგვისტოს  მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის აქტი“ სადაც განისაზღვრა რომ სსიპ-საპენსიო სააგენტოს უნდა ჰქონდეს შემუშავებული „საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკა  რომელიც მოიცავს, თაღლითობის, ქრთამისა და კორუფციის რისკების ჩარჩოს, მხილების, სამართლებრივი შესაბამისობის, ინტერესთა კონფლიქტის ჩარჩო.“ ჯანდაცვის მიმართულებით  კორუფციის პრევენციის ღონისძიებების ერთ-ერთი ბერკეტია, იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების მხილება, ცხელი ხაზის საშუალებით, სადაც მამხილებელთა ანონიმურობა სრულად იქნება დაცული. საჯარო სამსახურის ბიუროს მხილების ელექტრონული პლატფორმის (www.mkhileba.ge) თანახმად, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით გვერდზე მითითებული 183 ადმინისტრაციული ორგანოდან  - 65 უწყებას არ ჰყავს  მამხილებელი.

 

 

 კვლევის ფარგლებში  გამოთხოვილ იქნა საჯარო ინფორმაცია 7 უწყებიდან და აქედან პასუხი მოგვაწოდა ხუთმა უწყებამ (N2 დიაგრამა).   საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილ იქნა საჯარო ინფორმაცია, სადაც აღნიშნავენ რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია მხილების განაცხადების აღრიცხვა/დამუშავებასთან დაკავშირებით მეთოდოლოგიური დოკუმენტი და არც 2021 წლის განმავლობაში, მამხილებელი განაცხადი საქართველოს ეროვნულ ბანკში არ შესულა. კვლევის ფარგლებში  მიღებული საჯარო ინფორმაციის  ანალიზით ირკვევა, რომ  მსგავსად ეროვნული ბანკისა საქართველოსგარემოსდაცვისადასოფლისმეურნეობისსამინისტროში დამტკიცებულია და დანერგილია „საქართველოსგარემოსდაცვისადასოფლისმეურნეობისსამინისტროსსისტემაშისექსუალურიშევიწროებისპრევენციისადარეაგირებისწესი”. სხვა საკითხებთან მიმართებაში მხილებისგანცხადებისგანხილვისცალკეპროცედურა არ არისდა ორგანიზაცია ხელმძღვანელობსსაქართველოშიმოქმედიკანონმდებლობით. რაც შეეხება მხილების საკითხზე აქტიურობას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2021 წელს მიღებული იყო მხოლოდ 1 განცხადება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშიც, მხილების განცხადებისგანხილვისცალკეპროცედურა არ არის და მაასზე რეაგირებას და მოკვლევას ახორციელებს შიდა აუდიტის დეპარტამენტი დებულებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, ხოლო 2021 წელს, მხილების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

 

საპენსიო სააგენტოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს სამეთვალყურეო  საბჭოს  2019  წლის  3  ივნისის  N4  სხდომის  ოქმით დამტკიცებულიაეთიკის კოდექსი, რომელიც  ითვალისწინებს სააგენტოს თანამშრომლის მიერ დირექტორისთვის ნებისმიერი იმ ქმედების/მოვლენის შესახებ შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც  ხორციელდება  მისი  ან  სააგენტოს  სხვა  თანამშრომლის  სამსახურებრივ საქმიანობასთან  დაკავშირებით  და  ეხება:  ა)  კანონის  დარღვევას,  განსაკუთრებით  სისხლის სამართლის  დანაშაულის,  „დაგროვებითი  პენსიის  შესახებ“  საქართველოს  კანონის,  ეთიკის კოდექსის  ან  ნებისმიერი  სხვა  საკანონმდებლო  აქტის,  ან/და  სააგენტოს  დებულების დარღვევას;  ბ)  ზემოქმედებას  სააგენტოს  თანამშრომელზე, რომელიც  მას  აიძულებს  ან წაახალისებს  უკანონო  ან  არაეთიკური  ქმედების  ჩადენისაკენ,  მათ  შორის  ეთიკის  კოდექსის პრინციპების  დარღვევისაკენ;  გ)  ქმედებას,  რომელიც  უკავშირდება  სახელმწიფო  ქონების  ან რესურსების არამიზნობრივად ან თაღლითურად გამოყენებას, ხოლო 2021  წლის  1  იანვრიდან  2021 წლის  31  დეკემბრის  ჩათვლით  სააგენტოს  დირექტორისთვის ეთიკის  კოდექსის  ამ სახის შეტყობინებით მომართვის ფაქტი არ ფიქსირდება.

რაც შეეხება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს,  თანამშრომელთა  დისკრიმინაციის  და  შევიწროების  წინააღდეგ  მიმართულ პოლიტიკას,  ეთიკისა  და  სამსახურებრივი  ქცევის  ზოგად  წესებს და  მათი  აღსრულების ინსტრუმენტებს,   ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის  ბრძანებით  დამტკიცებული  “თანამშრომლის  სახელმძღვანელო”  და შინაგანაწესი, რომელიც  განთავსებულია  სამინისტროს  ინტრანეტში  (http://portal/), ამასთან მათი ინფორმაციით 2021  წელს  ელექტრონული  ფოსტის  მეშვეობით  შესულია  მხილების  ერთი  განცხადება,  რომელზეც 2022 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, კვლავ მიმდინარეობს წარმოება.

 

 

 

იხილეთ სრული სტატია აქ

 

დანართი 1 - საქარტელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი 

დანართი 2 - საპენსიო სააგენტოს წერილი

დანართი 3 - სსიპ საპენსიო სააგენტოს ეთიკის კოდექსი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024