საქართველოში საჯარო მონაცემების ეკოსისტემის მთავარი გამოწვევები და საჭიროებები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 18 ნოემბერი 2022

საჯარო ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების, საჯარო სექტორის მოდერნიზაციისა და მმართველობის რეფორმირების განხორციელების თვალსაზრისით. ამ მხრივ, განსაკუთრებით დიდი პოტენციალით გამოირჩევა ღია მონაცემები, რომლებიც თავისუფლადაა ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტივია მათი დამუშავება და სხვადასხვა მიზნისთვის გამოყენება. ღია მონაცემების დახმარებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ტენდენციებისა და გარემოებების იდენტიფიცირება და პროგნოზირება, ასევე, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სერვისების გაუმჯობესება და ახალი ინოვაციური აპლიკაციების შექმნა.

 

მსოფლიოში ციფრული განვითარებისა და ღია მმართველობის პრაქტიკების გავრცელების პარალელურად, ღია მონაცემების ეკოსისტემების გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება. საჯარო ადმინისტრირებისა და სხვა მსგავსი რეფორმების განხორციელების ჭრილში საქართველოშიც გვხვდება იგივე ტენდენცია, თუმცა, ცალკეული მიღწევების პარალელურად, შეინიშნება მნიშვნელოვანი გამოწვევები და პერიოდული სტაგნაცია.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ორგანიზაციის მისიისა და ხედვის შესაბამისად, დაარსებიდან დღემდე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა დონეზე ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ აქტივობებსა და ინიციატივებში. აქედან გამომდინარე, IDFI-ს გააჩნია ღია მონაცემთა ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში არსებული ძირითადი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული საჭიროებების ყოვლისმომცველი და კონტექსტუალური შეფასების გამოცდილება და ექსპერტიზა.

 

ანალიზი მიზნად ისახავს მონაცემთა ხელმისაწვდომობისა და მართვის პრაქტიკის თვალსაზრისით საქართველოს ძირითადი გამოწვევების და საჭიროებების გამოვლენას, რაც სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებში ქვეყნის შედეგების მიმოხილვას და შედარებას დაეყრდნობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ მონაცემების გლობალურ ბარომეტრზე (GDB), რომლის რეგიონალური კოორდინატორი იყო IDFI. ანალიზი ასევე ითვალისწინებს ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory (ODIN)) და ღია მონაცემთა მზაობის ანგარიშის (ODM) უახლეს შედეგებს. მონაცემთა ხელმისაწვდომობის შეფასების GDB-ის მიერ გამოყენებული მიდგომა ყველაზე ყოვლისმომცველად შეიძლება ჩაითვალოს. მაშინ როცა, ODIN, კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურების (NSOs) მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეხება, ხოლო ODM ძირითადად ორიენტირებულია მთავრობის ღია მონაცემთა პორტალებზე.

 

ძირითადი მიგნებები

 

- მონაცემების გლობალური ბარომეტრი (GDB) ფარგლებში, რეგიონის 12 ქვეყნიდანსაქართველო 40.25 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს - უკრაინის, სომხეთის, ყაზახეთის დამოლდოვას შემდეგ.

 

- შედეგებმა ცხადყო, რომ მნიშვნელოვანიამონაცემთა ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის და  დაცვის რეგულაციების, პროცესებისადა ინსტიტუტების ჩამოყალიბება/გაუმჯობესება, და ამ მხრივ არსებული ძალისხმევისგაძლიერება;

 

- მონაცემების შესაძლებლობების თვალსაზრისით, ძირითად გამოწვევებს წარმოდგენს ღიამონაცემების სახელმწიფო პორტალის უმოქმედობა და ადგილობრივ დონეზე მონაცემების განკარგვის შესაძლებლობების დაბალი დონე;

 

- პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მოდულში, საქართველომ საუკეთესო შეფასებაქონებრივი დეკლარაციების ინდიკატორში დაიმსახურა. ამ მხრივ, მთავარ საჭიროებას,აღნიშნული მონაცემების ღია ფორმატში ხელმისაწვდომობა წარმოადგენს;

 

- საჯარო კონსულტაციების თვალსაზრისითგამოიკვეთა როგორცგადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მექანიზმის გაუმჯობესების, ასევე ამმიმართულებით მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მექანიზმებისჩამოყალიბების აუცილებლობა;

 

- საქართველოში მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების სრულად მისაღებადდაწესებულია საფასური, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მონაცემებისხელმისაწვდომობას;

 

- საქართველოში დანერგილი ბენეფიციარი მესაკუთრეებისგამჭვირვალობის სტანდარტების შეფასება ჩამოუვარდება საერთაშორისო საშუალო ქულას;

 

- ქვეყანაში ამ ეტაპზე არ ხორციელდება ჯანდაცვის სექტორის დატვირთულობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რეალურ დროში გამოქვეყნება, ხოლო ვაქცინაციის შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი ერთიან, ელექტრონულად დამუშავებად ფორმატში, ჩაშლილად, და ცალკეული მაჩვენებლის მიხედვით;

 

- ღია მონაცემების მზაობის 2021 წლის შედეგების თანახმად, გაუმჯობესება აღინიშნება შესწავლილი ქვეყნების უმრავლესობაში, საქართველოს შედეგები კი უცვლელია;

 

- საქართველოში არ ხდება ღია მონაცემების გამოყენების ხარისხის, ასევე, მონაცემების გამოყენებით დამდგარი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების შეფასება.

 

დასკვნა

 

განსხვავებული მეთოდოლოგიების მიუხედავად, სამივე განხილული ანგარიშის შედეგებიდან გამომდინარე მსგავსი ხარვეზები და გამოწვევები იკვეთება. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ღია მონაცემთა მარეგულირებელი კანონმდებლობის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში ღია მონაცემებთან დაკავშირებული ცალკეული რეფორმა გაატარა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა სტანდარტებს დაექვემდებარა, ქვეყანას ჯერ კიდევ არ გააჩნია ღია მონაცემების განკარგვის ერთიანი სტანდარტი, ან შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

 

ODIN და GDB-ის შედეგებში გამოიკვეთა ადგილობრივი და გეოგრაფიული ერთეულების მიხედვით ჩაშლილი მონაცემების ხელმისაწვდომობის ხარვეზები. საჭიროა მონაცემთა განკარგვის შესაძლებლობების განვითარება ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალიზებული მონაცემების ჩაშლა მუნიციპალური ერთეულების მიხედვით. სამივე ანგარიშში ხაზგასმული კიდევ ერთი საერთო საკითხია საჯარო მონაცემების სოციალური და ეკონომიკური გავლენების შეფასების ინსტრუმენტების ნაკლებობა, რაც მნიშვნელოვანია მონაცემთა ეკოსისტემების შემდგომი განვითარებისა და ყველაზე პრიორიტეტული მონაცემთა ბაზების განსაზღვრისთვის.

 

გარდა ინსტიტუციური და საკანონმდებლო ხარვეზებისა, იდენტიფიცირებულია კონკრეტული მონაცემთა ბაზები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი, ან ხელმისაწვდომია შეზღუდულად. ყველაზე პრობლემურ მონაცემთა ბაზებად გამოიკვეთა ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების მაჩვენებლები, ლობისტური ორგანიზაციების შესახებ მონაცემები, ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემები, საგანმანათლებლო ხარჯები, საგანმანათლებლო საფეხურების დასრულების/დამთავრების მაჩვენებლები, იმუნიზაციის მონაცემებს და ა.შ.

 

და ბოლოს, ODM-ის შედეგები აჩვენებს, რომ აუცილებელია საქართველოს ღია მონაცემთა პორტალის გაუმჯობესება. პორტალის უწყვეტი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა, ახალი მონაცემთა ბაზების გამოქვეყნება და არსებული მონაცემების რეგულარული განახლება. ასევე, პორტალზე მონაცემების სხვადასხვა ღია ფორმატში (განსაკუთრებით API სახით) გამოქვეყნება.

 

მონაცემების ხელმისაწვდომობის სამ სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებაში საქართველოსთან მიმართებით საყურადღებო გამოწვევები და საჭიროებები გამოვლინდა, თუმცა, მათი უმეტესობა ურთიერთდაკავშირებულია და ყოვლისმომცველი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში შესაძლებელია მათი აღმოფხვრა. მონაცემების პოლიტიკისა და კარგ პრაქტიკაზე დაფუძნებული საერთო სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გამოკვეთილი გამოწვევების მნიშვნელოვანი ნაწილის დასაძლევად. ამ მიზნით, საჭიროა ძლიერი პოლიტიკური ნება, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიმღებთა ცნობიერების ამაღლებას ღია მონაცემების გამართული ეკოსისტემის მნიშვნელობის, უპირატესობების და პოტენციური სარგებლის შესახებ.

 

/public/upload/Analysis/DataEcosystem-GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024