ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი - 2019

პროექტები | დასრულებული პროექტები 20 სექტემბერი 2018

პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი - 2019
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
პროექტის კოდი: LDD/16/18 - 20828
სრული ბიუჯეტი: 60, 203 აშშ დოლარი (IDFI-ის წილი - 23,910 აშშ დოლარი)
ხანგრძლივობა: 20 სექტემბერი, 2018 – 22 ივლისი, 2019
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC)

 

 

პრობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი)


ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად დგას ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეფორმების გატარების აუცილებლობა. ამ მხრივ, რეფორმების უახლეს ტალღას წარმოადგენდა 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მიზნად ისახავდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდას.


ზოგადი სამართლებრივი ჩარჩოს უზრუნველყოფის მიუხედავად, მონაწილეობის ახალი და გადამუშავებული ფორმები (დასახლების საერთო კრება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, პეტიცია, წარმომადგენლობითი ორგანოების სხდომებში მონაწილეობა, თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა ანგარიშების მოსმენა) მუნიციპალიტეტებში არაერთგვაროვნად დაინერგა. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება გამოიყოს:

მუნიციპალიტეტების ტექნიკურ-მატერიალური შესაძლებლობების, გამოცდილებისა და პოლიტიკური ნების ნაკლებობა.


არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობა, მზაობა და უნარები, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია ინფორმირებული მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ. ასევე, უმნიშვნელოა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია ახლად დანერგილი მონაწილეობის მექანიზმების შესახებ.


მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობასთან ერთად, პრობლემაა თავად მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ნაკლები აქტიურობა და ანგარიშვალდებულება, რაც წაახალისებდა ადგილობრივების ჩართვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.


ამავდროულად, არაერთგვაროვანი და უარყოფითია მუნიციპალიტეტების მიერ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკაც. საქართველოს კანონმდებლობით, ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია ელექტრონულად, თუმცა არ არსებობს საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მარეგულირებელი ერთიანი სტანდარტი ან პოლიტიკა. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოს მუნიციპალიტეტების მაგალითზე.


პროექტის მიზანი


პროექტის საბოლოო მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება, თვითმმართველი ორგანოების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესებით. ამისთვის, პროექტის კონკრეტული მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით მუნიციპალიტეტების ღიაობის და ანგარიშვალდებულების განმეორებითი შეფასება.


პროექტის ამოცანები


- პლატფორმა lsgindex.org-ის განახლება მუნიციპალიტეტების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების შესაფასებლად და მუნიციპალიტეტების შედარებითი რეიტინგების დასადგენად.

 

- ადგილობრივ შემფასებელთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება. 

 

- თითოეული თვითმმართველი ორგანოს შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება შეფასების შედეგებზე დაყრდნობით.

 

- მუნიციპალიტეტების ღიაობის და ანგარიშვალდებულების ეროვნული ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია.

 

აქტივობების განრიგი

 

 

პროექტის ბიუჯეტი

 

 

 

ხელშეკრულება 

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024