ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 12 ივლისი 2024

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რეპრესირებული ელისაბედ აბზიანიძის შვილთაშვილთან, ნინო ისაკაძესთან თანამშრომლობის ფარგლებში, “ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები” გამოსცა.

 

საბჭოთა ეპოქა გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი სოციალური და კულტურული ტრავმით, რაც გამოწვეული იყო ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიებით. საბჭოთა ეპოქა, იოსებ სტალინისა და მისი თანამოაზრეების ხელმძღვანელობით, იმ ფართომასშტაბიანი რეპრესიების შემოქმედი იყო, რომელმაც ღრმა გავლენა იქონია ინდივიდებისა და მთლიანად საზოგადოების კულტურულ და სოციალურ ასპექტებზე. 1920-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1991 წლამდე, საბჭოთა რეჟიმმა ძალაუფლების შენარჩუნებისა და ტოტალიტარული კონტროლის დამყარების მიზნით, განსხვავებული აზრის ჩახშობისა და რეჟიმისთვის მოსალოდნელი საფრთხის აღმოსაფხვრელად, მილიონობით ადამიანის სიცოცხლის უფლება და თავისუფლება ხელყო. 

 

მასობრივი რეპრესიების ყველაზე დიდმა ტალღამ ქვეყანას 1937-1938 წლებში გადაუარა. ეს იყო შეუბრალებლობის ხანა, როცა სრულიად უდანაშაულო ადამიანებს გასამართლებისა და ბრალის დადასტურების გარეშე ხვრეტდნენ ან შორეულ, უკაცრიელ ადგილებში ასახლებდნენ. მათი ოჯახის წევრებს - მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს ღია ცის ქვეშ ტოვებდნენ, ართმევდნენ სახლებს და, რაც მთავარია, ულახავდნენ ღირსებას “სამშობლოს მოღალატის”, “ხალხის მტრის” ოჯახის წევრის იარლიყით. იოსებ სტალინისა და პოლიტბიუროს მაღალჩინოსნების მიერ მოსკოვში შემუშავებული მეთოდებით სრულად განადგურდა არა მხოლოდ საბჭოთა სისტემის მოწინააღმდეგე პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლასი, არამედ ყველა, ვინც განსხვავებულად ფიქრობდა. 

 

საქართველოში 30,000-მდე ადამიანი გახდა “დიდი ტერორის” მსხვერპლი, მათი ნახევარი დახვრიტეს, მეორე ნახევარი კი უზარმაზარი იმპერიის გადაკარგული ადგილების - ციმბირის, ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთის გრძელ გზას გაუყენეს, საიდანაც მათი უმრავლესობა ვეღარ დაბრუნდა. ჯერაც დაუდგენელია ე.წ. “გულაგებში” გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა. სულ საბჭოთა კავშირში 45,000, ხოლო საქართველოში 3,616 ადამიანი პირადად სტალინის ხელმოწერილი დოკუმენტით გასამართლდა, რომელთაგან 3,000-ზე მეტი დაიხვრიტა.

 

ლიზიკო სარდიონის ასული აბზიანიძის მოგონებები კი "დიდი ტერორის" შესახებ მნიშვნელოვანი მემუარული ტიპის ნაშრომია. ავტორი აღწერს თავისი ცხოვრების ტრავმულ პერიოდს - 1937-1938 წლების რეპრესიებს, რომელიც მას და მის მეუღლეს, თბილისში გაზეთ “წითელი არმიელის” რედაქტორს, ანდრო მიხეილის ძე კოპაძეს შეეხოთ. ლიზიკო აბზიანიძე თხრობის განსაკუთრებული სტილითა და მხატვრული ხერხებით ოსტატურად აღწერს საბჭოთა რეპრესიის სისასტიკესა და იმ ლაიტმოტივს, რომელიც რეპრესიების თითოეული მსხვერპლის ცხოვრების თანმდევი იყო.



“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები” შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ.

 

 

-

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024