ერთობლივი წერილი ევროკავშირისადმი 9 პუნქტის შესრულების შუალედური შეფასების მომზადებაზე

განცხადებები 5 მარტი 2024

ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და

გაფართოებისა საკითხებში ბატონ ოლივერ ვარჰეის

ასლი: ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში,

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების

დიპლომატიურ წარმომადგენლობებს

 

 

 

ბატონო ვარჰეი,

 

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების გზაზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან უნდა მოჰყვეს სწრაფი რეფორმები ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტული მიმართულებით.

 

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და პოლიტიკის განხორციელების პროცესში, კვლავ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება. ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ მზადყოფნას აქტიური როლი შევასრულოთ და წვლილი შევიტანოთ საქართველოს ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება სრულად აისახოს სახელმწიფო პოლიტიკაში. 

 

ჩვენ ვაგრძელებთ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მუდმივ მონიტორინგს,შევიმუშავებთ წინადადებებს ეფექტიანი რეფორმების ხელშესაწყობად და შევეცდებით, რომ 9 ნაბიჯი შიდა რეფორმების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტად იქცეს. 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის [1] კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტიანად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე. 

 

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ევროკომისია გაფართოების ქვეყნების მიერ რეფორმების იმპლემენტაციის პროცესს ყოველწლიურად აფასებს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი შუალედური შეფასება, მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს რეფორმების პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვას.

 

ამ კუთხით პოზიტიური გამოცდილება იყო 2023 წლის 23 ივნისს ევროკომისიის შუალედური ზეპირი ანგარიში, რომელმაც დადებითი როლი ითამაშა და ბიძგი მისცა ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. შუალედური ანგარიში მნიშვნელოვანი დამხმარეინსტრუმენტი აღმოჩნდა სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობის პროცესში. 

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, რეფორმების პროცესის ხელშეწყობისა და დაჩქარების მიზნით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური შეფასების მომზადების შესაძლებლობა. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად დაგვეხმარება გავზარდოთ ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ხარისხი, რეფორმების პროცესის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა და განვახორციელოთ ეფექტიანი ზედამხედველობა. 

 

თქვენი ხელშეწყობა ამ საკითხში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი საერთო მიზნების რეალიზაციაში.

 

ხელმომწერები:

 

1. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

2. საფარი

3. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

4. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

5. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

7. სოციალური სამართლიანობის ცენტრი

8. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

9. საქართველოს სასამართლოს გუშაგი

10. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)

11. სამართლიანი არჩევნები (ISFED)

12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024

ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს

30.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023