სამუშაო შეხვედრა საერთო სასამართლოს აქტების საჯაროობის შესახებ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 17 ივნისი 2021

16 ივნისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. 

 

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასატარებელი საკანონმდებლო ღონისძიებები. ეს გადაწყვეტილება საერთო სასამართლოს აქტების საჯაროობას შეეხება და მისი ჯეროვნად იმპლემენტაცია ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას შორის დადგენილი ბალანსი უთანხმოების საგანს წარმოადგენდა.

 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, როგორც მმართველი ისე ოპოზიციური პარტიების წევრები და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების  აღსრულების მეთოდებზე და მათთან ასოცირებულ სამართლებრივ პრობლემებზე. განსაკუთრებული ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას შორის დადგენილი ბალანსის განხილვას დაეთმო.

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ჩამოყალიბდა საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების იმპლემენტაციის საბაზისო მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უნდა შეიმუშაოს.

 

IDFI გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის შეხვედრის თითოეულ მონაწილეს და იმედს გამოთქვამს, რომ გაჭიანურების გარეშე გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციის პროცესი.

 

ღონისძიება IDFI-ის ორგანიზებითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით გაიმართა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024