სალექციო ბლოკ-კურსი - ფინანსური აღრიცხვის და ინვესტიციების საფუძვლები

სიახლეები | ტრენინგები 29 ოქტომბერი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებულ პროექტ „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სალექციო კურსების სერიას. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ორდღიან სალექციო ბლოკ-კურსში „ფინანსური აღრიცხვის და ინვესტიციების საფუძვლები“ (სალექციო კურსის დეტალური ინფორმაცია ნახეთ ბმულზე). სალექციო კურსს გაუძღვებიან ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტები სებასტიან ტიდემანი, მაქს ნეუბაუერი და ოლივერ სტეინებახი.


მონაწილეთათვის გაიცემა IDFI-ს, თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მისამართზე: georgia2020@idfi.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 6 ნოემბერი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. კურსზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებს.


გთხოვთ, აღნიშნულ მეილზე გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და მოკლე სამოტიცავიო წერილი (არაუმეტეს ერთი გვერდისა).


სალექციო ბლოკ-კურსი გაიმართება 2015 წლის 9 და 10 ნოემბერს თსუ-ს მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, 14:00-დან 17:30-საათამდე. სამუშაო ენა: ინგლისური.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024