სალექციო კურსების სერია პროექტ საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება ფარგლებში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ტრენინგები | პუბლიკაციები | სტატია 28 ნოემბერი 2014

                                        

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით პროექტ „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სალექციო კურსების სერიას. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ოთხდღიან სალექციო კურსში „ტრანსფორმაციის 25 წელი - აღმოსავლეთ ევროპა და საქართველო“. სალექციო კურსს გაუძღვება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი ლელა რეხვიაშვილი.

 

მონაწილეთათვის გაიცემა IDFI-ს, თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მისამართზე: economics@tsu.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 12 დეკემბერი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

 

გთხოვთ, აღნიშნულ მეილზე გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი.

 

სალექციო კურსი გაიმართება 2014 წლის 15, 16, 17 და 18 დეკემბერს, თსუ-ს მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, 15:00-დან 17:00-საათამდე. სამუშაო ენა: ქართული.

 

სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

 

ლექცია 1. ტრანსფორმაციის 25 წელი - ძირითადი დებატები

• რადიკალური თუ გრადუალური რეფორმები
• ვაშინგტონის კონსენსუსი და კონსენსუსის კრიტიკა


ლექცია 2. პოლანის თეორია. პოლანის თვალით დანახული აღმოსავლეთ ევროპა

• პოლანი აღმოსავლეთ ევროპაში - კაპიტალიზმის ვარიაციები ევროპის პერიფერულ
ქვეყნებში
• ნეოლიბერალური, დაბალანსებული ნეოლიბერალური და კორპორატიული რეჟიმები აღმოსავლეთ ევროპაში


ლექცია 3. პოლანის თეორიის მიხედვით დანახული ტრანფორმაცია პოსტ-რევოლუციურ საქართველოში

• სახელმწიფო დისკურსი სოციალური და ეკონომიური განვითარების ირგვლივ - 2004-2012 წწ.
• რას ცვლის ‘საქართველო 2020’ ?


ლექცია 4. თეორიის აპლიკაცია მიკრო კონტექტზე

• არაფორმალური ეკონომიკა საქართველოში
• მოვაჭრეები და გარე-მოვაჭრეები

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024