IDFI-ს წარმომადგენლებმა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარეს

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 10 თებერვალი 2015

IDFI-მ 10 თებერვალს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტ საქართველო 2020-ის ფარგლებში გასვლითი ლექცია გამართა.

 

ლექცია პროექტის „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში წაიკითხეს მოწვეულმა ლექტორებმა - სოფიო საჩალელმა, კონსტანტინე ნაცვლიშვილმა და თეა გერგედავამ.

 

შეკრებილ 30-მდე სტუდენტსა და პროფესორ-ლექტორებს სოფიო საჩალელი შრომის სამართალზე ესაუბრა. კონსტანტინე ნაცვლიშვილმა ყურადღება გაამახვილა კულტურის პოლიტიკაზე ურბანული პოლიტიკის კონტექსტში, ხოლო თეა გერგედავა შეეხო უმაღლესი განათლების მდგრადობის საკითხს.

 

,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)". პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო - 2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში.

 

შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო გამორჩეულად აქტიურ სტუდენტებს დაურიგდათ წიგნები. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024