სალექციო კურსი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

სიახლეები | ტრენინგები 11 თებერვალი 2016

8 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) გაიმართა სალექციო კურსი „საქართველო 2020 – კონკურენციის რეგულირება სატელეკომუნიკაციო სფეროში“, რომელსაც გაუძღვნენ IDFI-ის და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი – უჩა სეთური და IDFI-ის პროექტის კოორდინატორი – საბა ბუაძე. ღონისძიება ჩატარდა პროექტ “სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება”-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება IDFI-ს მიერ ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

 

სალექციო კურსის მიზანი იყო სტრატეგიული გეგმა „საქართველო 2020“-ს შემუშავების გაანალიზება სტრატეგიულ ჭრილში, ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორში კონკურენციის რეგულირების მხრივ არსებული მდგომარეობის განხილვა.

 

უჩა სეთურმა სტუდენტებთან ერთად განიხილა კონკურენციის რეგულირების მნიშვნელობა, ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები.

 

საბა ბუაძემ სტუნენტებს გააცნო საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-ის დაგეგმვის პროცესი. ლექციისას გაანალიზებული იყო პოლიტიკის დაგეგმვის მნიშვნელობა, საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის არსებული ჩარჩო და სიახლეები, ისევე როგორც სტრატეგიული გეგმა „საქართველო 2020”-ის სტრუქტურული ნაკლოვანებები.

 

ერთდღიანი სალექციო კურსის შემდეგ, ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ IDFI-ს, ბრემენის უნივერსიტეტისა და IBSU-ს ერთობლივი სერტიფიკატი.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024