სალექციო ბლოკ კურსი - არაფორმალური ეკონომიკა: დიაგნოზი და გამოსავალი

სიახლეები 21 დეკემბერი 2015

15 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ს) ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სალექციო ბლოკ-კურსი „არაფორმალური ეკონომიკა: დიაგნოზი და გამოსავალი“, რომელსაც გაუძღვა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი ლელა რეხვიაშვილი. ღონისძიება ჩატარდა პროექტ “სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება”-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება IDFI-ს მიერ ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

 

სალექციო ბლოკ-კურსის პირველ დღეს, ლელა რეხვიაშვილმა ისაუბრა არაფორმალური ეკონომიკის არსზე. მან სტუდენტებთან ერთად განიხილა განსხვავებები ფორმალურ და არაფორმალურ ეკონომიკას შორის და ისაუბრა თუ რა ფორმის და რა სახით შეიძლება არსებობდეს არაფორმალური ეკონომიკა. სალექციო ბლოკ-კურსის პირველ დღეს ასევე განხილული იყო საქართველოში სოციალურად მიღებული და მიუღებელი საქმიანობა თუ პრაქტიკები და მათი როლი არაფორმალური ეკონომიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ემსჯელათ არაფორმალური ეკონომიკის გამომწვევ მიზეზებსა და ხელშემწყობ ფაქტორებზე.

 

სალექციო კურსის მეორე დღეს, ლელა რეხვიაშვილმა ისაუბრა არაფორმალური ეკონომიკის პრობლემატიკის ირგვლივ არსებულ თეორიებზე. სტუდენტებთან ერთად განხილული იყო თეორიული ცოდნის მნიშვნელობა ემპირიული რეალობების აღსაქმელად. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ისაუბრა დუალისტური, ინსტიტუციონალისტური, სტრუქტურალისტური და პოსტ-სტრუქტურალისტური თეორიებზე და მათ განმასხვავებელ ფაქტორებზე. სტუდენტებს მიეცათ საშუალება ემსჯელათ თეორიების სისწორეზე, მათ მახასიათებლებზე და მათ მიერ შემოთავაზებულ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

 

სალექციო ბლოკ-კურსის მესამე დღეს, ლელა რეხვიაშვილმა განიხილა არაფორმალური ეკონომიკის თავისებურებები საქართველოს მაგალითზე. გამოყოფილი იქნა არაფორმალური ეკონომიკის სხვადასხვა ფორმები, რომლებიც საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამკვიდრდა. სტუდენტებთან ერთად ლელა რეხვიაშვილმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მცდელობებზე შეემცირებინა არაფორმალური ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში. განხილული იყო კონკრეტული რეფორმები და გადაწყვეტილებები - დერეგულაცია, გადასახადების შემცირება/გამარტივება, პრივატიზაცია, ლიბერალიზაცია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა (გადასახადებისგან გათავისუფლება გარკვეული დროით), ინსტიტუციური ცვლილებები, კორუფციის შემცირება და საჯარო სექტორის რეფორმა.

 

ბლოკ-კურსის ბოლო დღეს, დოქტორანტმა განიხილა მისი კვლევა გარემოვაჭრეების შესახებ საქართველოში. სტუდენტებთან ერთად ლელა რეხვიაშვილმა ისაუბრა გარემოვაჭრეობის პრაქტიკის გამომწვევ მიზეზებზე და ძირითად სტიმულებზე, ასევე განიხილა მთავრობის პოლიტიკა გარემოვაჭრეების მიმართ და შეაფასა თუ რა შედეგი მოყვა ამ პოლიტიკის განხორციელებას. კვლევის განხილვის შემდეგ, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა შედეგების ანალიზის საფუძველზე ემსჯელათ თუ რამდენად შეესაბამება ბლოკ-კურსის მიმდინარეობისას განხილული თეორიები და მათი ახსნა საქართველოს გამოცდილებასა და არსებულ მდგომარეობას.

 

ოთხდღიანი სალექციო კურსის შემდეგ, ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ IDFI-ს, ბრემენის უნივერსიტეტისა და თსუ-ს ერთობლივი სერტიფიკატი. აგრეთვე, ბლოკ კურსის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ კურსის თემატიკის გარშემო დაწერონ ნარკვევი და მოიგონ Kindle და უახლესი ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა. პრიზი გადაეცემა საუკეთესო ნარკვევების ავტორებს.

 

 ფოტოალბომი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024