სალექციო კურსი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

სიახლეები | ტრენინგები 25 იანვარი 2016

21 იანვარს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სალექციო კურსი „საქართველო 2020 – კონკურენციის რეგულირება სატელეკომუნიკაციო სფეროში“, რომელსაც გაუძღვნენ IDFI-ის და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი – უჩა სეთური და IDFI-ის პროექტის კოორდინატორი – საბა ბუაძე. ღონისძიება ჩატარდა პროექტ “სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება”-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება IDFI-ს მიერ ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

 

სალექციო კურსის მიზანი იყო სტრატეგიული გეგმა „საქართველო 2020“-ს შემუშავების გაანალიზება სტრატეგიულ ჭრილში, ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორში კონკურენციის რეგულირების მხრივ არსებული მდგომარეობის განხილვა.

 

უჩა სეთურმა სტუდენტებთან ერთად განიხილა კონკურენციის რეგულირების მნიშვნელობა, ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები.

 

საბა ბუაძემ სტუნენტებს გააცნო საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-ის დაგეგმვის პროცესი. ლექციისას გაანალიზებული იყო პოლიტიკის დაგეგმვის მნიშვნელობა, საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის არსებული ჩარჩო და სიახლეები, ისევე როგორც სტრატეგიული გეგმა „საქართველო 2020”-ის სტრუქტურული ნაკლოვანებები.

 

ერთდღიანი სალექციო კურსის შემდეგ, ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ IDFI-ს, ბრემენის უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024