სალექციო კურსი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ტრენინგები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 28 იანვარი 2016

27 იანვარს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სალექციო კურსი „საქართველო 2020 – კონკურენციის რეგულირება სატელეკომუნიკაციო სფეროში“, რომელსაც გაუძღვნენ IDFI-ის და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი – უჩა სეთური და IDFI-ის პროექტის კოორდინატორი – საბა ბუაძე. ღონისძიება ჩატარდა პროექტ “სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება”-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება IDFI-ს მიერ ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

 

სალექციო კურსის მიზანი იყო სტრატეგიული გეგმა „საქართველო 2020“-ს შემუშავების გაანალიზება სტრატეგიულ ჭრილში, ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორში კონკურენციის რეგულირების მხრივ არსებული მდგომარეობის განხილვა.

 

უჩა სეთურმა სტუდენტებთან ერთად განიხილა კონკურენციის რეგულირების მნიშვნელობა, ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები.

 

საბა ბუაძემ სტუნენტებს გააცნო საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-ის დაგეგმვის პროცესი. ლექციისას გაანალიზებული იყო პოლიტიკის დაგეგმვის მნიშვნელობა, საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის არსებული ჩარჩო და სიახლეები, ისევე როგორც სტრატეგიული გეგმა „საქართველო 2020”-ის სტრუქტურული ნაკლოვანებები.

 

ერთდღიანი სალექციო კურსის შემდეგ, ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ IDFI-ს, ბრემენის უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი. აქტიურ სტუდენტებს გადაეცათ უახლესი ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024