ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში | სტატია 2 ივლისი 2019

საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი, 2019 წელსაც დაბალია - 28%. მერიების საშუალო შედეგია - 25%, ხოლო საკრებულოების კი 31%.

 

2019 წლის 2 ივლისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2019 წლის შეფასების შედეგები წარმოადგინეს და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტები დააჯილდოეს. ამ ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).


2019 წელს საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა. 100%-იან შეფასების სკალაზე მას 61%-იანი შედეგი აქვს. ბათუმთან ერთად, ასევე დაჯილდოვდნენ რუსთავის (57%), ლაგოდეხის (56%), ზუგდიდის (55%) და თეთრიწყაროს (52%) მუნიციპალიტეტები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაღალი მაჩვენებელი უმეტესწილად განაპირობა ლაგოდეხის საკრებულოს გამორჩეულმა შეფასებამ (87%), რაც საუკეთესო შედეგია როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელ ორგანოებს შორის. შედეგად, მუნიციპალიტეტთან ერთად ლაგოდეხის საკრებულოც დაჯილდოვდა შესაბამისი სიგელით.


რაც შეეხება რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე მუნიციპალიტეტებს, მათ შორის არიან ახალქალაქის (6%), ნინოწმინდის (7%), ასპინძის (7%), ადიგენის (8%) და სამტრედიის (9%) მუნიციპალიტეტები. ვერც ერთმა მათგანმა რეიტინგის 10%-იან ზღვარს ვერ მიაღწია.


"წელს უკვე მეორედ ჩვენ ვაფასებთ მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ მერიების და საკრებულოების გამჭვირვალობამ იმატა. მიუხედავად ამ პროგრესისა, მნიშვნელოვანია მეტი არსებითი ცვლილება, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების პოლიტიკური ნება და გამბედაობა, რომ სხვადასხვა კრიტერიუმით ღიაობა უფრო მაღალ ხარისხში აიყვანონ. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ ცხელ საკითხებს, როგორიცაა დასაქმებულთა მაჩვენებელი, ადმინისტრაციული ხარჯები თუ საკადრო პოლიტიკა, რაზეც ხშირად გვესმის სხვადასხვა სკანდალური ინფორმაცია ნეპოტიზმთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კორუფციული საკადრო პოლიტიკის შესახებ და ასე შემდეგ."- ვახტანგ ნაცვლიშვილი, ღია საზოგადოების ფონდის მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის წარმომადგენელი.


CTC-ის ექსპერტი, გიორგი ტოკლიკიშვილი: „2019 წლის შეფასების შედეგების მიხედვით, მუნიციპალიტეტების დაახლოებით 40% ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან ზღვარს. ყველაზე ცუდი პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე ფიქსირდება. თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნა კანონისმიერი ვალდებულებაა, 11 მუნიციპალიტეტში ისინი დღემდე არ შექმნილა.“


IDFI-ის მედიის, ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2017-2019 წლებში მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის ძირითად ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ „ინდექსის სამივე თემატური ბლოკის (ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა, მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება) მიმართულებით თითქმის პროპორციული 6-7 პროცენტიანი გაუმჯობესება დაფიქსირდა.“


ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს. 2017 და 2019 წლების შედეგები და მუნიციპალიტეტების რეიტინგები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.LSGIndex.org 

 

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ. 

 

 

 

/public/upload/IDFI_2019/General/LSGINDEX_Report_GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024