პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ პრეზენტაცია

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 17 დეკემბერი 2019

17 დეკემბერს,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით გამართა პროექტს „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ პრეზენტაცია.

 

პრეზენტაციისას მონაწილეები გაეცვნენ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არსებულ გამოწვევებს და  მათ საპასუხოდ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ძირითად ღონისძიებებს.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მართვისა და ადამიანური კაპიტალის პროგრამის გუნდის ხელმძღვანელმა კოლომბი დე მერსიმ.

 

„პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში: PAR-ის მონიტორინგის ონლაინ პლატფორმის შექმნით, PAR-ის საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები აღიჭურვებიან მონიტორინგის ერთიანი და ეფექტური მექანიზმით, და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესში არ არიან ჩართულები, ექნებათ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანონ რეფორმის განხორციელებაში. PAR Tracker-ი გახდება დამაკავშირებელი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს სამიზნე ჯგუფებსა და ბენეფიციარებს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები გაუზიარონ რეფორმის განხორციელებაზე პასუხისმგებელ საჯარო დაწესებულებებს”.- აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

“საქართველოს მთავრობა აცნობიერებს საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მნიშვნელობას და როლს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტურად განხორციელებაში. მთავრობამ მიიღო რამდენიმე სტრატეგია, რომლებიც ეხებოდა საჯარო მმართველობის რეფორმის პროცესის სხვადასხვა ასპექტს და უზრუნველყო რეფორმის აუცილებელი შიდა მონიტორინგი. თუმცა, დღემდე, მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას არა აქვს სისტემური ხასიათი. როგორც ამ პროექტის ნაწილი, მონიტორინგის სისტემური და ინოვაციური მიდგომა ხელს შეუწყობს რეფორმირების მთავარ პრობლემურ ფაქტორების დადგენას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას.“– აღნიშნა კოლომბი დე მერსიმ.

 

 

პროექტის ძირითადი აქტივობები:

 

- IDFI და GYLA საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესს მონიტორინგს გაუწევენ განსაკუთრებით შემდეგი ოთხი მიმართულებით: პოლიტიკის შემუშავება, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა და სერვისების მიწოდება. შედეგად გამოვლინდება რეფორმის გახორციელების პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები. შეფასება გამოყენებულ იქნება, როგორც მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, რომელიც შეავსებს და გადაამოწმებს საქართველოს მთავრობის ანგარიშს. შეუსრულებელი ვალდებულებების გამოკვეთისთანავე, პროექტის გუნდი შეისწავლის  ვალდებულებების შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზებს და წარმოადგენს მათი გადაჭრის გზებს.

 

- IDFI შექმნის მონიტორინგის ონლაინ პლატფორმას - PAR Tracker-ს, რომლის მეშვეობითაც ფართო საზოგადოება და ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს ყოვლისმომცველ ინფორმაციას PAR-ის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში ჩართულობის შესაძლო გზების შესახებ.

 

- GYLA საქართველოს 6 ქალაქის მასშტაბით (ახმეტა, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი და მარნეული), 11 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციას გადაამზადებს. 

 

- IDFI შეისწავლის საუკეთესო პრაქტიკებს PAR Tracker–ის მიერ გამოკვეთილ ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებსაც სამუშაო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდის დისკუსიების მეშვეობით, გაუზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და გადაწყვეტილების მიმღებ პირს.

 

პროექტი  „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ორწლიანია, 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.  

 

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ.


სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024