ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების საკითხს

სიახლეები | განცხადებები 16 ივნისი 2020

როგორც დღეს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ერთ-ერთი დირექტორი, თამთა მიქელაძე 30 მაისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხი პირის სტატუსით სუს-მა დაიბარა. სუს-ის ზოგადი განმარტებით, გამოძიება შეეხება რასობრივ დისკრიმინაციას, რადგან გარკვეული პირები ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.


სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება ბუნდოვანი ამოცანით, ხოლო შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე დაბარება, შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც მინიშნება და გაფრთხილება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ. ეს განსაკუთრებით პრობლემურია, იმ პირობებში, როცა ჩვენს სახელმწიფოში სამართლის უზენაესობა და ძალოვანი სტრუქტურების ჭარბი ძალაუფლება საპარლამენტო თუ სასამართლო კონტროლის მიღმა, ისედაც დიდი გამოწვევაა და ხშირად სამოქალაქო საზოგადოება კონტროლისა, თუ გაწონასწორების ერთადერთ ცენტრს წარმოადგენს.


აღნიშნული პრაქტიკა სახიფათოა იმის გამოც, რომ დიდი ალბათობით, სუს-ი მოითხოვს გაფორმდეს გაუთქმელობის ხელწერილი, რაც შეუძლებელს გახდის არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ამ კონტექსტში გამოძიებაზე დაბარების ფაქტის მართებულობაზე ეფექტიან მსჯელობას, არამედ თამთა მიქელაძე, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივისტია, მოკლებული იქნება შესაძლებლობას, საზოგადოებას თავისუფლად, შეუზღუდავი სახით მიაწოდოს ხელისუფლების ალტერნატიული ინფორმაცია.


ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს, შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ არა პრობლემის წყაროს არამედ პრობლემის მამხილებელ აქტორებს, რომლებიც გონიერმა ხელისუფლებამ უნდა განიხილოს საკუთარ მოკავშირედ პრობლემის ძირეული აღმოფხვრის საქმეში.

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

Საქართველოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GDI)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

უფლებები საქართველო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024