ივანიშვილმა მივლინებებში 19 613, ღარიბაშვილმა კი 136 212 ლარი დახარჯა

IDFI მედიაში 19 აგვისტო 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის 8 ივლისამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრების- ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

 
წელიწადნახევრის განმავლობაში პრემირ-მინისტრების მიერ გაწეულმა სამივლინებო ხარჯებმა სულ 155 825 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან ბიძინა ივანიშვილის სამივლინებო ხარჯები შეადგენს 19 613 ლარს (დღიური - 6 899 ლარი, სასტუმრო - 12 714 ლარი), ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის -136 212 ლარს (დღიური - 14 886 ლარი, სასტუმრო - 98 004 ლარი, გზა - 23 332 ლარი).


ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ძვირადღირებული ვიზიტი განხორციელდა საფრანგეთში - 7 758 ლარი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 43 817 ლარი.


დროის ამ მონაკვეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სულ რვა ქვეყანაში იმყოფებოდა მივლინებით და გაწეული ხარჯი, ჯამში, 19 613 ლარი, აღნიშნულ 8 ვიზიტზე ნაწილდება. ხოლო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 13-ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში და სულ 136 212 ლარი დახარჯა.


გარდა იმისა, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის მივლინებათა რაოდენობა ყოფილი პრემიერის მივლინებების რაოდენობაზე 5-ით მეტია, ხარჯებში სხვაობას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსი გოგა თუშურაშვილი იმითაც ხსნის, რომ ღარიბაშვილი იმყოფებოდა ისეთ ქვეყნებში, სადაც მივლინება უფრო ძვირი ჯდება, ამის მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები:


"თვითონ დადგენილებაშიც არის გაწერილი დღიური ნორმა, რომელ ქვეყანაში რამდენია და სასტუმროს ხარჯი რის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. ღარიბაშვილი იმყოფებოდა ისეთ ქვეყნებში, სადაც ვიზიტი ძვირი ღირდა და შესაბამისად, ხარჯიც მეტი ჰქონდა. გადაცდომები ამ მივლინებში ნამდვილად არ იყო",-ამბობს გოგა თუშურაშვილი.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ერთმანეთს შედარებულია ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მივლინების და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმავე ქვეყანაში ყოფნის სამივლინებო ხარჯები. აშშ-ში 9-დღიან ვიზიტზე პრემიერის ყოველდღიური სასტუმროს ხარჯი შეადგენს 2198 ლარს, ხოლო დღიური ნორმა 364 ლარს. (43 816 ლარი ჯამში) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხრადღიანი ვიზიტის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტს პრეზიდენტის სასტუმროში განთავსება დაახლოებით 43 300 აშშ დოლარი დაუჯდა, რაც ყოველდღიურად დაახლოებით 4800 აშშ დოლარს შეადგენს.

 

იხილეთ სტატია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024