ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე ელ-მმართველობასა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სიახლეები 15 აგვისტო 2014

12 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის ფარლებშიც საბჭოს წევრებმა ელექტრონული მმართველობის განვითარების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.


ეკონომიკურ საბჭოზე ციფრული მაუწყებლობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოებიც განიხილეს. მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით საბჭოს შუალედური ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.


მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები 2014 წლის 7 თებერვალს დაამტკიცა. წარმოდგენილი სტრატეგიის საბოლოო ვერსიაზე შეჯერებისა და დამტკიცების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაითვალისწინა IDFI-ს ხედვები, რის შედეგადაც 7 თებერვალს თვისობრივად და შინაარსობრივად ახალი სტრატეგია დაამტკიცა.


უნდა აღინიშნოს, რომ ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის მომზადების დასკვნითი ეტაპი (2012-2013 წწ) გამჭვივრვალედ მიმდინარეობდა, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან უზრუნველყოფილი იყო პროცესის სრული ღიაობა.


ცნობილია, რომ საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისამდე უნდა გადავიდეს. განხორციელებული სამუშაოების შესახებ ეკონომიკის სამინისტროს შუალედური ანგარიში არ გამოუქვეყნებია; როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ჯემალ ვაშაკიძე აცხადებს, მიმდინარე სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული ვრცელი ანგარიშის გამოქვეყნება სექტემბრისთვის იგეგმება.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024