ინვესტორის რისკები ენერგეტიკის სექტორში - ღია ლექცია

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 26 მარტი 2021

25 მარტს, კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო ჯგუფისთვის სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილემ იურიდიულ საკითხებში, ლევან მოსახლიშვილმა, ჩაატარა ღია ლექცია თემაზე „ინვესტორის რისკები ენერგეტიკის სექტორში“.  აღსანიშნავია, რომ ლევან მოსახლიშვილი იყო შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და უმსხვილესი კერძო სამრეწველო ჯგუფის საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

ლექციაზე სასწავლო კურსის მონაწილეებმა მრავალ საკითხი განიხილეს, მათ შორის ბიუროკრატიული მექანიზმის შემცირება ენერგეტიკის სფეროში და სახელმწიფოს ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა და დიალოგის ხელშეწყობა, ინვესტიციების მნიშვნელობა, კორუფციის რისკები ენერგეტიკის სფეროში, ჰიდრო რესურსებისა და განახლებადი ენერგიების გამოყენება, სტრატეგიული დოკუმენტები ენერგეტიკის სფეროში და ელექტროენერგიით ვაჭრობა. ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. სასწავლო კურსის მონაწილეებმა დასვეს კითხვები სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ფართო მსჯელობის საგანია, როგორც საზოგადოებაში, ასევე, პროფესიულ წრეებში.

 

კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი, რომელიც ხელს უწყობს კორუფციასთან საბრძოლველად მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარებას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024