საყოველთაო ინტერნეტიზაცია: მნიშვნელოვანი, მაგრამ არც ისე ღია პროცესი

IDFI მედიაში 9 სექტემბერი 2015

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, 14 აგვისტოს განცხადებით, საქართველოში საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარების დაწყება დააანონსა. იმის შესახებ, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესი - იმ ფორმით, როგორც ის დაიწყო - კერძო თუ არასამთავრობო სექტორს კითხვებს უჩენს, 9 სექტემბერს გამოქვეყნდა სტატია რადიო თავისუფლების მიერ. 

 

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში მიმდინარე პროცესები შეაფასა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედია ექსპერტმა, უჩა სეთურმა და IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა. 

 

უჩა სეთურის განმარტებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის კონკურსი იმიტომ ჩაიშალა, რომ პოტენციურმა ინვესტორმა არ იცოდა, რატომ და რა სამუშაოებში უნდა დაეხარჯა ფული. მისი თქმით, საქართველო ინტერნეტიზაციის ლიტვურ მოდელს ემხრობა, რაც არ არის საუკეთესო არჩევანი, ვინაიდან აღნიშნული მოდელი არ ითვალისწინებს ინტერნეტის მომხმარებლის ფაქტორს, კერძოდ, კომპიუტერის და ინტერნეტის გამოყენების ცოდნა-უნარს. 

 

"საჭიროა, რომ მოქალაქე მიერთებული იყოს ინტერნეტთან: რაღაც მონაცემები გაცვალოს, იმეილები მიიღოს, ინფორმაცია მოძებნოს და გაავრცელოს. ერთი სიტყვით, იყოს აქტიური. იგივე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ნაწილში, მათი რეალიზაციის ნაწილში, თავისი ბაზრის პოვნის ნაწილში" - ვკითხულობთ სტატიაში.

 

IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის განცხადებით, ასეთი სერიოზული პროექტი, რომელიც არა მხოლოდ საკომუნიკაციო ბიზნესთან, არამედ ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებასთანაც არის დაკავშირებული და სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, მაქსიმალური ჩართულობის პირობებში უნდა ხორციელდებოდეს. მისი თქმით, აუცილებელია ყველა დონეზე ეს პროცესი იყოს საჯარო, მაქსიმალური კონსულტირების პირობებში. 

 

"არ უნდა მოხდეს ისე, სხვა მთავრობა რომ მოვიდეს ან პოლიტიკა შეიცვალოს, [ინტერნეტიზაციის] დაწყებული პროცესი შეფერხდეს, გადასხვაფერდეს"- ამბობს, ლევან ავალიშვილი. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024