ანგარიში: ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში (აგვისტო 2014 - ნოემბერი 2015)

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 10 დეკემბერი 2015

ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, ინტერნეტ ინფრასტრუქტურის კუთხით მთავრობის პოლიტიკისა და ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ანალიზმა შემდეგი ტენდენციები აჩვენა გასული წლისთვის:

 


• ინტერნეტის გავრცელების სიმკვრივე კვლავაც იზრდება, თუმცა არსებობს ისეთი დაბრკოლებები, როგორიცაა მაღალი ფასები, მომსახურების დაბალი ხარისხი, შეუფერებელი ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში;


• მართალია, ინტერნეტ სერვისების 130-ზე მეტი მიმწოდებელია დარეგისტრირებული საქართველოში, მაგრამ ინტერნეტ ბაზარზე დომინანტი პოზიცია ორ ოპერატორს უკავია;


• საანგარიშო პერიოდში მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ააგოს მაგისტრალური საკაბელო სისტემა, რომლის მეშვეობითაც 2017 წლისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით 2 000 დასახლებული პუნქტისთვის. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების თქმით, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, არასაკმარისად იყვნენ ჩართულნი დაგეგმვის პროცესში. გარდა ამისა, თავად პროექტი მოკლებულია ყოვლისმომცველ სტრატეგიას, რადგან იგი არ შემუშავებულა ინტერნეტ ბაზრის სრულყოფილი გაანალიზების შედეგად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მცირე ოპერატორებს არ გააჩნიათ საკმარისი გარანტიები, რომ დომინანტი კომპანიები ახლადშექმნილი ქსელის მონოპოლიზაციას არ მოახდენენ მომავალში;


• ონლაინ მედია უფრო მრავალფეროვანი ხდება, ამიტომაც მასზე ვხვდებით სხვადასხვა ჯგუფებსა და მოსაზრებებს. ფუნქციონირებს ახალი ამბების რამდენიმე სანდო ონლაინ სააგენტო, თუმცა მომრავლდა ისეთი ონლაინ გამოცემები, რომლებიც ტენდენციურ და არასანდო მედია კონტენტს, მათ შორის პრო-რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ;


• არ დაფიქსირებულა ონლაინ მედია გამოცემებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტები. მიუხედავად ამისა, ონლაინ მედიის წარმომადგენლები ჩივიან ცალკეული საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის დროულად მოპოვებასთან დაკავშრებულ პრობლემებზე. დაფიქსირდა გარვეული პოლიტიკური პრეფერენციების მქონე ონლაინ სააგენტოების გამოჩენა. ამან კიდევ უფრო პოლარიზებული გახადა ონლაინ მედია, რადგან ამგვარი სააგენტოები ან მთავრობასთან ან ოპოზიციასთან არიან დაკავშირებულნი;


• თვითცენზურა გავრცელებული და ჩვეულებრივი პრაქტიკაა საჯარო მოხელეთა შორის. თუმცა, სოციალური ქსელების მომხმარებლები, ბლოგერები და ონლაინ აქტივისტები მთავრობას საჯაროდ აკრიტიკებენ და ონლაინ საშუალებებს აქტიურად იყენებენ თანამოაზრეების საერთო მიზნებისთვის შემოსაკრებად;


• სოციალური ქსელებისა და ონლაინ აპლიკაციების როლი საპროტესტო აქციების მოსაწყობად მნიშვნელოვნად გაზრდილია. მართლაც, სოციალური მედია გახდა წამყვანი პლატფორმა მოქალაქეებისთვის მთავრობის გასაკრიტიკებლად და მის არასწორ პოლიტიკაზე რეაგირების მოსახდენად. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ონლაინ აქტივიზმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მთავრობის პოლიტიკის ცვლილების მიღწევაში;


• 2015 წლის 12 ივნისს დასჯადი გახდა „ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს წინ უსწრებდა ცხარე საჯარო დისკუსიები. უფლებადამცველები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე, სადაც სამართალდამცავი უწყებები არაეფექტურნი და პასიურნი არიან უმცირესობათა უფლებების დაცვისას, ამგვარმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და გააძლიეროს დომინანტი სოციალური და მორალური დისკურსი“;


• ე.წ „ორგასაღებიანი“ სისტემა დაინერგა ფარულ თვალთვალთან დაკავშრებით, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავაც შეინარჩუნა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე ხელმისაწვდომობა. ამის მიუხედავად, ფარული მიყურადების განსახორციელებლად, სამინისტრომ სასამართლოს გარდა, ნებართვა, მათ შორის ტექნიკური, უნდა მიიღოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისგან. თუმცა, ეს „ორგასაღებიანი სისტემა“ არ ვრცელდება ინტერნეტით გადაცემულ მონაცემებზე. ასევე, სხვადასხვა პოლიტიკოსსა და საჯარო პირს შორის საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებამ განაახლა საზოგადოების შეშფოთება უკანონო მიყურადების პრაქტიკასთან დაკავშირებით.


აღნიშნული ანგარიში მოიცავს 2014 წლის აგვისტოდან და 2015 წლის ნოემბრამდე განვითარებულ მოვლენებს.


ანგარიში მომზადებულია პროექტის „ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Free Press Unlimited და რეგიონული პარტნიორი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

 

/public/upload/IDFI/Media/Internet Freedom in Georgia - Report 5.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024