ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიური შეხვედრა გაიმართა

სიახლეები 10 ივნისი 2014

2014 წლის 7 ივნისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და Free Press Unlimited-მა გამართეს სამუშაო შეხვედრა ინტერნეტის თავისუფლების შესახებ.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა 2013-2014 წლებში საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელებული მონიტორინგის ძირითადი შედეგები. ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:

 

  • მონიტორინგის შედეგების წარდგენა საქართველოში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობის თაობაზე. ანგარიშების წარდგენისას სამივე ქვეყნის წარმომადგენლები შეეხნენ ისეთ საკითხებს როგორიცაა: ინტერნეტ მომხმარებელთა პროფილი და ინტერნეტ მოხმარების თავისებურებები, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლები, ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის განვითარების სამთავრობო სტრატეგია, კანონმდებლობა, ონლაინ მედია და ინფო-აქტივიზმი, ასევე, ინტერნეტ ცენზურის ასპექტები: ვებ-გვერდების დაბლოკვა და გაფილტვრა, თვით-ცენზურა, ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა; კონკრეტული შემთხვევები და ა.შ.
  • ზოგადი პრეზენტაციის გარდა, აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთეს მათ ქვეყანაში ინტერნეტ აქტივობების შედეგად დაპატიმრებული და დაკავებული აქტივისტების შემთხვევებზე;
  • შეხვედრის ბოლო ნაწილში IDFI-იმ წარმოადგინა ინტერნეტის თავისუფლების ახლადგაშვებული პლატფორმა (www.freedomtointernet.com). იგი წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ინტერაქტიულ რუკას, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს გაავრცელოს შეტყობინება ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტის შესახებ (ცენზურა / თვალთვალი / პირადი ცხოვრება /დევნა ონლაინ აქტივობის გამო / ვებ-გვერდების გაფილტვრა და დაბლოკვა ა.შ.) ადგილის, დროისა და შემთხვევის მცირე აღწერის დართვით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, ონლაინ და ტრადიციული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბლოგერები, ჟურნალისტები და ამ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები.

 

ინტერნეტის თავისუფლების შესახებ შეხვედრა გაიმართა პროექტ „ინტერნეტ-თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Free Press Unlimited-ისა და რეგიონული პარტნიორების Institute for Reporters’ Freedom and Safety (IRFS), Yerevan Press Club (YPC) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიერ, საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

პროექტი მიზნად ისახავს ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობას აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ტრენინგების გზით. მისი მიზანია გააფართოვოს და გააძლიეროს სიტყვის თავისუფლება რეგიონული პლატფორმის ჩამოყალიბებით, რაც კამპანიებისა და ისტორიების გაზიარების მეშვეობით ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ცვლილებებს.

 

 ფოტო გალერეა 

/public/upload/pdf/Internet Freedom in Georgia7Jun.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024