ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში - ანგარიში N2

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 13 მარტი 2014
ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში - ანგარიში N
ადრეულ 1960-იან წლებში, ცივი ომის დროს, როდესაც ინჟინრები და მეცნიერები კიდევ ერთხელ შეეცადნენ თავდაცვის გაძლიერებას და ამ მიზნით მონაცემთა პაკეტების პირველი ტესტები გააგზავნეს ერთმანეთთან დაკავშირებულ კომპიუტერებს შორის, სავარაუდოდ ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა იმ გავლენას, რაც ინტერნეტს დღეს აქვს მილიარდობით ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
 
ახლა, როცა ცივი ომი და მისგან გამოწვეული საფრთხეები უკვე დიდი ხანია გაქრა დღის წესრიგიდან, ინტერნეტი ნელ-ნელა გავრცელდა ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში - კომუნიკაციაში, მომსახურებებში, განათლებაში, ახალ ამბებში, გართობაში, ბიზნესში, მმართველობაში და სხვ. გლობალური ქსელის მსოფლიო დაფარვამ, რომელმაც, სხვა შედეგებს შორის მოიტანა გაზრდილი შესაძლებლობები საზოგადოებაში აქტიური როლის თამაშისათვის, ამავდროულად გამოიწვია ჩართულობის ახალი პოტენციური საფრთხეები. ამ მიზეზით, სიტყვის, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების პატივისცემა და დაცვა ონლაინ აქტივისტებზეც გავრცელდა. ამ მხრივ ინტერნეტის თავისუფლების დაცვა სულ უფრო მეტად განიხილება როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი არსებითი საფუძველი. 
 
პროექტის „ინტერნეტის თავისუფლების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში IDFI-მ ჩაატარა მრავალმხრივი კვლევა ინტერნეტის თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებების შესახებ. კვლევა მიზნად ისახავს უკეთ წარმოაჩინოს საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. ამ მიზნის მისაღწევად ანგარიში რამდენიმე საკითხს მოიცავს: არსებული ინფრასტრუქტურის ტექნიკური მიმოხილვა; კანონმდებლობა და მომხმარებლები; შეზღუდვები ინტერნეტის შინაარსზე, რაც მოიცავს ვებ-გვერდების ტექნიკურ გაფილტვრას და დაბლოკვას, თვით-ცენზურას და ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებებისა და მათი დარღვევების ბოლოდროინდელ შემთხვევებს; ბოლო ნაწილში მოცემულია საქართველოში პლურალიზმისა და ონლაინ აქტივიზმის მიმოხილვა.
 
ანგარიშის პირველი ნაწილი იწყება საქართველოში ინტერნეტის მომხმარებლების მრავალმხრივი მიმოხილვით - მომხმარებლების რაოდენობა, მოხმარების სიხშირე, ინტერნეტის გამოუყენებლობის მიზეზები და სხვ. იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების სტრატეგიულ პოლიტიკურ ხედვას, ანგარიში გრძელდება არსებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საქართველოს ინტერნეტ ბაზრის გამოწვევების აღწერით. ამ ნაწილს მოყვება ინტერნეტის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შეჯამება, რაც მოიცავს მარეგულირებელი ორგანოს უფლებებსა და ვალდებულებებს. 
 
ანგარიშის მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ინტერნეტის შინაარსის პოტენციურ და არსებულ შეზღუდვებზე, ინტერნეტის პროვაიდერების როლსა და ხედვაზე, ამ პროცესში მარეგულირებელი ორგანოს, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე, და სიტუაციაზე, როდესაც მომხმარებლები თავს იკავებენ ონლაინ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვისგან, რაც თვით-ცენზურად არის მოხსენიებული. განხილულია რამდენიმე ბოლოდროინდელი შემთხვევა, როდესაც ონლაინ აქტივობებს მოყვა ძალადობა, მუქარა, სამსახურიდან გათავისუფლება და სხვ. 
 
ანგარიშის დასკვნით ნაწილში მოცემულია სოციალური მედიის თავისუფლების აღწერა და ინტერნეტის გავლენა სოციალურ აქტივიზმზე. 
 
ანგარიში მომზადებულია პროექტის „ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Stichting Free Press Unlimited და რეგიონული პარტნიორი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).
 
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024