ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში - ანგარიში N1

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 23 ოქტომბერი 2013

 

     საქართველოში თანდათან ფეხს იკიდებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ამ მიმართულებით ძირითადი ტენდენციების საჩვენებლად, მომამზადა ანგარიში, რომელიც იკვლევს ინტერნეტის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ელ-მმართველობის დანერგვასა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში.

ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში - ანგარიში N1

პირველი ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

·         მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ცხადია, რომ ინტერნეტის შეზღუდული ხელმისაწვდომობა ახალი ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მმართველობის განვითარებისთვის ძირეულ გამოწვევად რჩება.  სხვადასხვა კვლევებმა და ანგარიშებმა გამოავლინეს ინტერნეტის გავრცელების ცალკეული დაბრკოლებები: მომსახურების შეუსაბამო ფასები, შეუფერებელი ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური პრობლემები, საჭირო უნარების ნაკლებობა და ა.შ.

·         დღეისათვის საქართველოში ფუნქციონირებს ელ-მმართველობისა და ელ-გამჭვირვალობის რამდენიმე ელემენტი, მათ შორის ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება. მიუხედავად ამისა, ერთიანი, რეგულირებული და სისტემატიზებული პოლიტიკა ამ მიმართულებით არ არსებობს.

·         ინტერნეტს სპეციალურად მხოლოდ ერთი კანონი ახსენებს - საქართველოს კანონის პრესისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ მიხედვით, მედია განმარტებულია, როგორც „მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდური ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის ინტერნეტი“, თუმცა შინაარსის რეგულაცია მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რაც გამოწვევაა ინტერნეტის საშუალებით გამოხატვის თავისუფლებისთვის.

·         სოციალური აქტივიზმის პერსპექტივიდან, ალტერნატიული და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღებასთან ერთად, თანაბრად განმსაზღვრელი ფაქტორია მოქალაქეების ინტერაქცია და სოციალური აქტივობა, საკუთარი მოსაზრებების გაზიარების, ონლაინ დისკუსიისა და ფორუმებში აქტიურობის სახით. თუმცა, აშკარაა, რომ ინტერნეტს ნაკლებად იყენებენ შედარებით ინტერაქტიული მიზნებისთვის.

·         ამგვარი ნაკლოვანებების მიუხედავად, ის ფაქტი, რომ რამდენიმე სოციალური აქტივობა და მრავალი ონლაინ პეტიცია გავრცელდა Facebook-ის მეშვეობით, წინ გადადგმული ნაბიჯის მაჩვენებელია. ეჭვგარეშეა, რომ სოციალურ ქსელები დისკუსიისა და ინფორმაციის გაცვლისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმებია.

·         მთავრობის ცვლილების შემდეგ გამომჟღავნდა საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ პოლიტიკურად მოტივირებული მეთვალყურეობის გამოყენების მრავალი ფაქტი. მიუხედავად ამისა, ძნელია არსებულ ტენდენციებზე მსჯელობა, რადგანაც ამ შემთხვევების გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024