ინტერნეტი - როგორც ადამიანის უფლება

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 26 ნოემბერი 2014

                                          

 

დისკუსია - ინტენეტი, როგორც ადამიანის უფლება

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ნიდერლანდების საელჩო საქართველოში მართავს დისკუსიას სახელწოდებით „ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება“. 2014 წელს WWW (World Wide Web) არსებობის 25 წლისთავს აღნიშნავს, ხოლო 10 დეკემბერს კი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამიტომ, ღონისძიება, სახელად "ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება"  შაბათს, 6 დეკემბერს გაიმართება. 

დისკუსიაზე მოწვეული რვა სპიკერი ( მათ შორის: დევიდ ლი, ლაშა ტუღუში, დავით კლდიაშვილი, ზვიად ქორიძე, თამთა ტეფნაძე, ნინო სარიშვილი, გიორგი გოგუა, გუბაზ კობერიძე) ისაუბრებს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც დღესდღეობით საქართველოში ინტერნეტისა და მისი მომხმარებლების წინაშე დგას.

ინტერნეტის გამოწვევები საქართველოში პირველი პანელის მთავარი თემაა, კერძოდ, ოთხი სპიკერი ისაუბრებს შემდეგ თემებზე:


1. ცენზურა და საავტორო უფლებები
2. სიძულვილის ენა ინტერნეტში
3. ფარული მიყურადება

 

მეორე ბლოკი - თემით რეგულაციები, რისი გაკეთებაა საჭირო და რა არ უნდა გაკეთდეს, დაეთმობა მსჯელობას, თუ რა გზებით უნდა გადაიჭრას განხილული პრობლემები, რა საკითხები საჭიროებს რეგულაციებს და სხვა. სპიკერები წარმოადგენენ საკუთარ რეკომენდაციებს.


დასწრების მსურველებმა შეავსეთ მოკლე და მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. ბოლო ვადა - 5 დეკემბერი

 

მისამართი : მულტიმედიის ცენტრი (ალ. ჭავჭავაძის 10)
დასაწყისი: 14:00 სთ

ღონისძიების დახურვა: 19:00

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით l.beria@idfi.ge ან 0322 92 15 14

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

,,ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო

22.09.2025

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

11.08.2025
განცხადებები

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024