ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 27 აპრილი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წლებია სწავლობს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკას და ამის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას  სთავაზობს რეკომენდაციებს. მაგალითად, 2014 წელს, IDFI-მ შეისწავლა  სამი  ქვეყნის (კანადის, ავსტრალიის და იტალიის) საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე  ინფორმაციის გამოქვეყნების პრაქტიკა. წინამდებარე კვლევის ფარგლებში, IDFI-ს მიზანს წარმოადგენს ახალი კორონავირუსის პანდემიით მსოფლიოში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში სხვადასხვა ქვეყნების მიერ  ინფორმაციის  მაღალი სტანდარტით  გამოქვეყნების მაგალითების შესწავლა და მსგავს კრიზისულ სიტუაციებში რეკომენდირებული პროაქტიუალად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ტიპების იდენტიფიცირება. კერძოდ, კვლევის ფარგლებში კანადის, ავსტრალიის და იტალიის გარდა, ასევე შესწავლილია დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ბრაზილიის, კოლუმბიის და აშშ-ს ცალკეული შტატების საჯარო უწყებების მიერ საკუთარ გვერდებზე და ღია მონაცმების პორტალებზე პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის ცალკეული მაგალითები.  

 

კვლევის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, IDFI-ს მიერ წარმოდგენილია ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული  შემდეგი ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნების პრაქტიკა: 

 

- პანდემიის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ზოგადი ინფრომაცია

 

- პანდემიასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმები 

 

- გატარებული ღონისძიებები და გაწეული ხარჯები

 

- პანდემიის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვები

 

- პანდემიის ფარგლებში გამოცემული სამართლებრივი აქტები

 

- პანდემიასთან დაკავშირებული სხვა პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია 

 

ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ინფრომაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ კრიზისული მდგომარეობის ფონზე ცალკეული ქვეყნები ახერხებენ მთელ რიგ საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კარგი პრაქტიკის დამკვიდრებას. ასევე, გამოიკვეთა ოფიციალური ღია პლატფორმების მნიშვნელობა, სადაც მონაცემებს ქვეყნები ღია ფორმატში აქვეყნებენ. სხვა დაინტერესებულ პირებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, კვლევით ორგანიზაციებს, დარგის სპეციალისტებსა და ჟურნალისტებს კი ეძლევათ საშუალება მოამზადონ საკუთარი ანალიზი და საინტერესო კვლევები პანდემიის გავრცელების სხვადასხვა ასპექტების შესახებ. თუმცა, ჩვენი დაკვირვება ასევე ცხადყოფს, რომ კვლევაში შესწავლილი ვერცერთი ქვეყანა, პანდემიის მიმდინარეობის ამ ეტაპზე  ვერ გვთავაზობს ინფრომაციის პროაქტიული გამოქვეყნების  იდეალურ პრაქტიკას, რაც სრულად დააკმაყოფილებდა პანდემიის ფარგლებში საზოგადოებაში არსებულ  მაღალ  ინტერესებს და ინფრომაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. 

 

/public/upload/Sida/IDFI-Research.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024