საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 22 მარტი 2023

2023 წლის 17-19 მარტს,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ, ყირგიზეთში, ქალაქ ბიშკეკში მონაწილეობა მიიღო მეხსიერების კვლევების საერთაშორისო ორგანიზაცია ესიმდეს (Эсимде) ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში - “მეხსიერების ხიდზე”.

 

კონფერენცია შეეხებოდა ორ ცენტრალურ კონცეფციას: მეხსიერებასა და დეკოლონიზაციას. მეხსიერება - როგორც კატეგორია, რომელიც ადგენს ტემპს და განვითარების ვექტორს, პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნების იდენტობის ფორმირებაზე აწმყოში. მეხსიერების კვლევები, პოსტსაბჭოთა სივრცეში მჭიდროდ არის გადაჯაჭვული დეკოლონიზაციის პროცესთან, რაც თავისთავად გამოიხატება ისტორიის, კულტურისა და ენის საკითხებში. საბჭოთა წარსულის გააზრება უნდა განხორციელდეს სამეცნიერო კვლევის, დისკუსიის, მხატვრული და აქტივისტური პრაქტიკის მეშვეობით. კონფერენციაზე საუბრები და დისკუსია სწორედ ამ მიმართულებებით წარიმართა.

 

ანტონ ვაჭარაძემ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება, რომელიც შეეხებოდა საქართველოში არსებულ ეროვნული მეხსიერების პოლიტიკას. ხაზი გაუსვა რამდენიმე განზომილებას: სახელმწიფო პოლიტიკას რეპრესირების მსხვერპლებთან მიმართებით; სახელმძღვანელოებში საბჭოთა ეპოქის, განსაკუთრებით “დიდი ტერორის” ასახვას; სტალინის მუზეუმს გორში და საბჭოთა ნოსტალგიის გამოვლინებებს, რომელიც კრემლის პროპაგანდითა და ადგილობრივი აქტორებით საზრდოობს; ასევე,  IDFI-ისა და სხვა ორგანიზაციის მცდელობებსა და აქტივიზმს წარსულის კვლევისა და გადააზრების მიმართულებით.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: იან რაჩინსკი და ალექსანდრა პოლივანოვა - ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ისტორიულ-საგანმანათლებლო და უფლებადამცველი ორგანიზაციის, “საერთაშორისო მემორიალის” თავმჯდომარე და გამგეობის წევრი; არვიდას ნიკშენტაიტისი - ლიეტუვის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი; შტეპან ჩერნოუშეკი - “მემორიალის” ჩეხეთის განყოფილების თავმჯდომარე; ელერი ბიტიკჩი - საზოგადო მოღვაწე და ისტორიის კვლევითი ცენტრის “ბიტიგ” ხელმძღვანელი; მადინა ტლოსტანოვა - ლინშოპინგის (შვედეთი) უნივერსიტეტის გენდერული კვლევების კათედრის პროფესორი. მრავალი მკვლევარი აკადემიიდან - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და უნივერსიტეტიდან.

 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალურ კომპლექსს - “ატა ბეიიტ”. ანტონ ვაჭარაძემ კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.



კონფერენციაში IDFI-ს თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024