საერთაშორისო ფორუმი: საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 6 თებერვალი 2016

2016 წლის 1 და 2 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“. ფორუმი ჩატარდა პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების გავნითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

 

მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ფორუმზე სიტყვით წარსდგნენ უცხოელი ექსპერტები: მაიკლ ემერსონი - ევროპული პოლიტიკის სწავლებათა ცენტრის (CEPS) უფროსი მკვლევარი, ფედერიკო ტარანტინი - ევროკომისიის საგარეო ენერგეტიკის პოლიტიკის ოფიცერი (DG Energy), იოხენ ციმერმანი - ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი, ანდრეი ილარიონოვი - CATO ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლინკოლნ მიტჩელი - პოლიტოლოგი და ექსპერტი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების საკითხებში და მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე - საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის (FPRI) ასოცირებული მკვლევარი.

 

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა გახსნეს. გიორგი კლდიაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ფორუმის მიზნებზე და ისაუბრა მსგავსი ფორმატით ჩატარებული შეხვედრების მნიშვნელობაზე, სადაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განიხილავენ საქართველოს განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებს. პრემიერ მინისტრმა ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიღწევებზე. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე და ამ მხრივ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და განხილვის პროცესში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო საზოგადოების და საექსპერტო წრის წარმომადგენლების ჩართვა მნიშვნელოვანია. პრემიერ მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ არჩევანზე და ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე.

 

ფორუმის გახსნის ცერემონიაზე მოხსენებებით ასევე წარსდგნენ ევოკავშირის ელჩი საქართველოში - იანოშ ჰერმანი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ბეტინა კადენბახი. იანოშ ჰერმანმა ისაუბრა ეკონომიკური განვითარების როლზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, აღნიშნა ამ მხრივ არსებული გამოწვევები და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს კონკურენტუნარიანობასა და ქვეყნაში უკეთეს ბიზნეს გარემოს განვითარებას. ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესში და ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების მნიშვნელობაზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - ბეტინა კადენბახმა შეკრებილ საზოგადოებას პროექტი „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ გააცნო და ისაუბრა გერმანიის როლზე აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისათვის მიმართულ პროგრამებზე. კადენბახმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელობაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და დადებითად შეაფასა საქართველოს მიღწევები ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით. გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ელჩის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მონიტორინგის მისიის გაგრძელებას და აღნიშნა, რომ ახლახანს ევროკავშირმა მანდატი გაუგრძელა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში გერმანელ დიპლომატს - ჰერბერტ ზალბერს. არესბული გამოწვევების მიუხედავად, კადენბახმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში გაგრძელდება ის რეფორმები, რომელიც ქვეყანას ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებასთან დაახლოების პროცესში დაეხმარება.

 

ფორუმის გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა პირველი საპანელო განხილვა „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები“. საპანელო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა - მიხეილ ჯანელიძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა - დავით ბაქრაძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში - ბეტინა კადენბახმა, ევროპული პოლიტიკის სწავლებათა ცენტრის (CEPS) უფროსმა მკვლევარმა - მაიკლ ემერსონმა და საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორმა და ნატოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა - ლევან დოლიძემ. საპანელო განხილვას, სადაც მომხსენებლებმა ისაუბრეს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე, გაუძღვა ექსპერტი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში - მიხეილ დარჩიაშვილი. მომხსენებლების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დისკუსია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში ფორუმზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად.

 

ფორუმის პირველი დღის რიგით მეორე საპანელო განხილვა დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებების განხილვას. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილებ - გიგი გიგიაძემ, ევროკომისიაში საგარეო ენერგეტიკის პოლიტიკის ოფიცერმა - ფედერიკო ტარანტინიმ და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერმა - ვანო ჩხიკვაძემ. საპანელო განხილვას უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი - კახა გოგოლაშვილი. პანელის მონაწილეებმა და ფორუმის სტუმრებმა ისაუბრეს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის, ევროპის თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში არსებულ გამოწვევებზე.

ფორუმის მეორე დღე დაეთემო საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესების განხილვას. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა შესაფასებლად საპანელო განხილვაში მოწვეულნი იყვნენ პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) ხელმძღვანელი - ალექსი ალექსიშვილი, ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი - იოხენ ციმერმანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი - იაროსლავა ბაბიჩი და CATO ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი - ანდრეი ილარიონოვი. განხილვას უძღვებოდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ვლადიმერ პაპავა. მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე და განიხილეს ამ მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

 

ფორუმის ბოლო საპანელო განხილვა დაეთმო საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებზე საუბარს. საპანელო განხილვაში მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ნილს სკოტი; მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის (CIPDD) თავმჯდომარე - გია ნოდია; პოლიტოლოგი და ექსპერტი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების საკითხებში - ლინკოლნ მიტჩელი და საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის (FPRI) ასოცირებული მკვლევარი - მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე. საპანელო განხილვის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, დემოკრატიული განვითარების შემაფერხებელ საშინაო და საგარეო ფაქტორებზე და გამჭვირვალე, ღია და კარგი მმართველობის საკითხებზე. საპანელო განხილვას უძღვებოდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი.

 

იხილეთ მედია გაშუქება

ფორუმის ფოტოალბომი: ნაწილი I, ნაწილი II

 

იხილეთ ფორუმის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში - იანოშ ჰერმანი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ბეტინა კადენბახი

 

იხილეთ ფორუმის პირველი პანელი: ნაწილი I ; ნაწილი II

 


ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში - მიხეილ დარჩიაშვილი (მოდერატორი)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - დავით ბაქრაძე
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ბეტინა კადენბახი
ევროპული პოლიტიკის სწავლებათა ცენტრის (CEPS) უფროსი მკვლევარი - მაიკლ ემერსონი
საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი - ლევან დოლიძე

 

იხილეთ ფორუმის მეორე პანელი:

საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი - კახა გოგოლაშვილი (მოდერატორი)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიგი გიგიაძე
საგარეო ენერგეტიკის პოლიტიკის ოფიცერი, ევროკომისია (DG Energy) - ფედერიკო ტარანტინი
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი - ვანო ჩხიკვაძე


იხილეთ ფორუმის მესამე პანელი: ნაწილი I ; ნაწილი II


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის რექტორი - ვლადიმერ პაპავა (მოდერატორი)
პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) ხელმძღვანელი - ალექსი ალექსიშვილი
ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი - იოხენ ციმერმანი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) - იაროსლავა ბაბიჩი
CATO Institute-ის უფროსი მკვლევარი - ანდრეი ილარიონოვი


იხილეთ ფორუმის მეოთხე პანელი: ნაწილი I ; ნაწილი II


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი (მოდერატორი)
გაეროს მუდმივი კოორდინატორი/ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ნილს სკოტი
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის (CIPDD) თავმჯდომარე - გია ნოდია
საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ექსპერტი - ლინკოლნ მიტჩელი
საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის (FPRI) ასოცირებული მკვლევარი - მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024