საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაცია

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | ღია მმართველობა | სტატია 28 ივლისი 2020

28 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის შედეგები წარადგინა.

 

ღონისძიებაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მართვისა და ადამიანური კაპიტალის პროგრამის გუნდის ხელმძღვანელმა კოლომბ დე მერსემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის საჯარო მმართველობის სამმართველოს უფროსმა ქეთევან ცანავამ.

 

პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს სამოქმედო გეგმის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის, ანგარიშვალდებულების, სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და საჯარო ფინანსების მიმართულებებზე. როგორც სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა:

 

სამოქმედო გეგმით საანგარიშო პერიოდისთვის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით გათვალისწინებული ოთხი ამოცანიდან ერთი ნაწილობრივ შესრულდა, სამი კი - შეუსრულებელია. რაც შეეხება აქტივობებს, 10 აქტივობიდან ოთხი სრულად შესრულდა, ორი - მეტწილად, ერთი - ნაწილობრივ, ხოლო სამი შეუსრულებელია.

 

ანგარიშვალდებულების მიმართულებით გათვალისწინებული ხუთი ამოცანიდან, 2019 წლის მდგომარეობით, ერთი ნაწილობრივ შესრულდა, ოთხი კი - შეუსრულებელია; რვა აქტივობიდან ერთი სრულად შესრულდა, ერთი - მეტწილად, ერთი - ნაწილობრივ, ხუთი კი - შეუსრულებელია.

 

სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით გათვალისწინებული შვიდი ამოცანიდან, 2019 წლის მდგომარეობით, ერთი მეტწილად შესრულდა, ერთი - ნაწილობრივ, ხოლო დანარჩენი ხუთი არ არის შესრულებული; 17 აქტივობიდან ორი სრულად შესრულდა, სამი - მეტწილად, რვა - ნაწილობრივ, ოთხი კი - არ შესრულდა.

 

საჯარო ფინანსების მიმართულებით განსაზღვრული სამი ამოცანიდან ერთი სრულად არის შესრულებული, ერთი - ნაწილობრივ, ხოლო ერთი - შეუსრულებელია; ხუთი აქტივობიდან ორი სრულად არის შესრულებული, ერთი - მეტწილად, ორი კი - ნაწილობრივ.

 

მონიტორინგის ანგარიშების სრული დოკუმენტები:

 

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიში - ანგარიშვალდებულება 

 

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიში - სახელმწიფო სერვისების მიწოდება 

 

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიში - პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია 

 

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის - საჯარო ფინანსები

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023