კონკურსის ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა მონაწილის, ანი ხაჩიძის ინიციატივა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 დეკემბერი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პროექტის ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის"ფარგლებში გამართა კონკურსი ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა," რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა: სტუდენტები დაესწრნენ ლექციას თემებზე - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიზანი და საქმიანობის არსი; საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკაში და ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს თბილისში, გაეცნენ საკანონმდებლო საქმიანობას და შეხვდნენ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელს თამარ კორძაიას.

 

გთავაზობთ კონკურსის ფარგლებში ანი ხაჩიძის მიერ გამოგზავნილ ინიციატივას:

პარლამენტის კომიტეტების გასვლითი შეხვედრები რეგიონებში


საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების სამ რგოლიან სისტემაში პარლამენტს ცენტრალური ადგილი უჭირავს. სწორედ პარლამენტია ის ძირითადი ორგანო, სადაც ხორციელდება ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, პოლიტიკური ნების ფორმირება. პარლამენტი დემოკრატიის ერთგვარ გარანტს წარმოადგენს, აქედან გამომდინარე აუცილებელია ისეთი პრინციპებისა და ღირებულებების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას, უზრუნველყოფს პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობასა და პროგრამებში დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობას, შექმნის ხელსაყრელ გარემოს და გააუმჯობესებს ორმხრივ კომუნიკაციას.
,,საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ თანახმად უკვე ხორციელდება პოზიტიური ღონისძიებები, საპარლამენტო ღიაობის კვირეულის ფარგლებში პარლამენტის კომიტეტები მართავენ რეგულარულ თემატურ შეხვედრებსა და სემინარებს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, ასევე, დაიხვეწა პარლამენტში ვიზიტორთა პროგრამა. მაგრამ ვფიქრობ, განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისი საქართველოს მთლიანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და მათი საპარლამენტო ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ჩემი აზრით, ეს ღონისძიებები გარკვეულწილად კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი (ახალგაზრდები) და ყურადღების მიღმა რჩება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, მათთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა.


ზემოთ ნახსენები ღონისძიებები ძირითადად ქვეყნის დედაქალაქში ხორციელდება, აქედან გამომდინარე ჩემი ინიციატივა ემსახურება პარლამენტის საქმიანობის გაცნობის პროცესში საქართველოს მთლიანი მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებას, მათთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ვფიქრობ, საჭიროა პარლამეტის კომიტეტების შეხვედრები იმართებოდეს არა მხოლოდ პარლამენტში და ისიც სტუდენტებისთვის, არამედ მოხდეს ანალოგიური შეხვედრების ორგანიზება ქვეყნის რეგიონებში, სადაც სხვადასხვა საპარლამენტო კომიტეტი ეტაპობრივად გამართავს შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ შეხვედრებზე მოხდება მოსახლეობისათვის კომიტეტის საქმიანობის გაცნობა, ასევე უკვე შესრულებული სამუშაოს მიმოხილვა და ახალი გამოწვევების განხილვა. კითხვა-პასუხის რეჟიმი მოსახლეობას საშუალებას მისცემს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში. შეხვედრაზე ასევე მოხდება მოსახლეობის მიერ პრობლემატური საკითხების წინ წამოწევა, კომიტეტის წევრები უშუალოდ გაეცნობიან ადგილზე არსებულ მდგომარეობას. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საზოგადოებასთან ორმხრივი დიალოგის გაძლიერებას, მაქსიმალურად აამაღლებს მათ ჩართულობას საპარლამენტო პროცესში, გააძლიერებს საპარლამენტო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობას.


აღნიშნული ინიციატივის განხორციელების დროს საქართველოს პარლამენტის პარტნიორებად მიმაჩნია სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, რომელიც ინფორმაციას მიაწოდებს მოსახლეობას აღნიშნული შეხვედრების გამართვის შესახებ და ასევე, გამოყოფს ადგილს მათ ჩასატარებლად.


ინიციატივის განხორციელების სავარაუდო ვადად ვთვლი - დაწყების თარიღად 7/02/2017, ხოლო დასრულების თარიღად 15/12/2017.


რაც შეეხება ინდიკატორებს - ჩემ მიერ წამოყენებული ინიციატივა მიღწეულად ჩაითვლება, თუ საქართველოს რეგიონების მეოთხედში მაინც გაიმართება ზემოთ აღნიშნული შეხვედრები.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024