საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებთან თემაზე: საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 7 ნოემბერი 2022

IDFI აგრძელებს საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ თვითმმართველობებში. ამჯერად, IDFI-ს და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებს IDFI-ს წარმომადგენლებმა გააცნეს ანგარიშის „ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება - 2020-2021 წწ.” შედეგები და პროექტის გეგმები, ხოლო ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენელმა ისაუბრა, პროგრამის როლზე დიალოგის გაძლიერებაში.

 

რუსთავის საკრებულოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს სირთულეებზე, რასაც ნორმატიული აქტების მომზადებისა და განხილვის პროცესში აწყდებიან. შეხვედრაზე გაჟღერდა რუსთავის მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე და მაღალი ინტერესის მქონე საკითხები და აღნიშნა, რომ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არაკოორდინირებული ფუნქციონირება აფერხებს საზოგადოების პრობლემების გადაჭრას. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა ტიპის ნორმატიული აქტები შეიძლებაშეფასდეს 2022 წელს.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს წევრები პარტიებიდან„რუსთავი - საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“,ასევე, რუსთავის მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს აპარატის წევრები.

 

საინფორმაციო შეხვედრა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის შეფასება

25.07.2024

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის - წინააღმდეგობრივი მეხსიერება

22.07.2024

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024