ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 აგვისტო 2015

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წლისთავთან დაკავშირებით გვსურს წარმოგიდგინოთ რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული და დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირების, მათი ოჯახებისათვის სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარებისა და საქართველოსთვის მიყენებული ზარალის შესწავლასთან დაკავშირებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოპოვებული მონაცემები.

აღნიშნული მონაცემები IDFI-ის მიერ წარმოდგენილია, საქართველოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან (თავდაცვის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო) მოწოდებული დოკუმენტაციასა და პროაქტიულად ოფიციალურად განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

  • 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირები


2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს. მათ შორის, როგორც თავდაცვის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა 1045 პირი წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს. აგვისტოს ომში ყველაზე მეტი (271 პირი) დაიჭრა/დაშავადა IV მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობიდან. II ქვეით ბრიგადაში დაშავდა 251 სამხედრო მოსამსახურე.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი/დაშავებული 1045 სამხედრო მოსამსახურიდან, დღეის მდგომარეობით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობს 526 პირი. აქედან 61 სამხედრო მოსამსახურე დათხოვნილია ავადმყოფობის მიზეზით.

რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, როგორც ირკვევა აგვისტოს ომში მიღებული ჭრილობების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭა ორ პირს, რომლებზეც გაიცემა სახელმწიფო გასაცემელი.

 

  • 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებზე გაწეული დახმარება


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 2008-2015 წლებში სულ შეადგინა 3 914 537 ლარი, ხოლო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების - 988 567 ლარი.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 დეკემბრის N882 განკარგულების საფუძველზე, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს თბილისში, აბაშვილის ქუჩაზე გადაეცათ ბინები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის 2010-2014 წლებში დამატებით სხვადასხვა საჩუქრისა და ღონისძიებისათვის გაწეულია 303 868 ლარის ოდენობის ხარჯი.

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ სამოქალაქო პირების ოჯახებისათვის გაწეულ მატერიალურ დახმარებებს, როგორც ირკვევა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547 განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გამოეყოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეული ოჯახისათვის 10 000 ლარის ოდენობით.

 

 

  • 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დამდგარი ზარალის შესწავლა

 

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ზემოთ წარმოდგენილი მონაცემების გარდა IDFI შეეცადა გამოერკვია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საქართველოსთვის დამდგარი მატერიალური ზარალის ოდენობა. ინსტიტუტმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა აღნიშნული ზარალის შესწავლასთან დაკავშირებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის მოთხოვნით (სხდომის ოქმები, ანგარიშები და სხვა). აღნიშნული მოთხოვნა მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან გადამისამართდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, რომელმაც, თავის მხრივ, ინსტიტუტს აცნობა, რომ აგვისტოს ომის შედეგად დამდგარი ზარალის შემსწავლელი დოკუმენტაცია სამინისტროში არ ინახებოდა.

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს სამოქალაქო სექტორისთვის მიყენებული ზარალის შესწავლასთან არსებულ პრობლემებზე საუბრობს აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც აღნიშნავს რომ, 2008 წლის სექტემბერში შექმნილმა კომისიამ, რომელსაც უნდა შეესწავლა რუსეთი აგრესიის შედეგად სამოქალაქო სექტორისათვის მიყენებული ზარალი, 2010 წლის აპრილის თვეში ისე შეწყვიტა მუშაობა, რომ მისი საქმიანობის შედეგები დღემდე უცნობია საზოგადოებისათვის.

IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს მიმართა აგრეთვე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში მათ ბალანსზე არსებული ქონების განადგურების/მიტაცების შედეგად დამდგარი ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინსტიტუტს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არცერთი ხსენებული სამინისტროდან არ მიუღია.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024