ვებინარი - “ომის კვალდაკვალ: გეოპოლიტიკის ცვლილება სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში”

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 18 ოქტომბერი 2023

2023 წლის 16 ოქტომბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და Northwestern University-ს ერთობლივი ონლაინ ღონისძიება “ომის კვალდაკვალ: გეოპოლიტიკის ცვლილება სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში” გაიმართა.

 

ღონისძიების მთავარ საკითხს წარმოადგენდა ის გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მიმდინარეობს. მთიან ყარაბაღსა და მის ირგვლივ, სომხების მიერ დიდი ხნის განმავლობაში კონტროლირებად ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის სწრაფმა გამარჯვებამ სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური დინამიკა შეცვალა. ალიევის ხელისუფლება გაძლიერდა, სომხეთში კი პრემიერ-მინისტრი ფაშინიანის მთავრობა მზარდი წინააღმდეგობის წინაშე დგას. საქართველო, რომელსაც მრავალრიცხოვანი სომხური და აზერბაიჯანული უმცირესობები ჰყავს, მოვლენებს ფრთხილად აკვირდება, რის პარალელურადაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ტრადიციული, დასავლური კურსის ცვლილებას აგრძელებს. რეგიონის მოსაზღვრე ძალები, ირანი, რუსეთი და თურქეთი კი აკვირდებიან, როგორ იმოქმედებს ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მათ სტრატეგიულ ინტერესებზე და გავლენებზე.

 

ღონისძიების სპიკერთა შორის იყვნენ მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ სუნი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, ამჟამად ჯორჯ მეისონის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ კაუზლარიჩი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მჭედლიშვილი და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ოლგა კამენჩუკი. შეხვედრას მოდერაციას უწევდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი.

 

რონალდ გრიგორ სუნიმ ისაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ირგვლივ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონში აშშ-ის გააქტიურება, ამავე ჭრილში განიხილა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი.

 

რიჩარდ კაუზლარიჩმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე შესაძლო სცენარის განვითარებაზე: 1. აზერბაიჯანის რუსეთთან დაახლოება; 2. აზერბაიჯანის ირანთან და თურქეთთან დაახლოება; 3. კორიდორის არა სომხეთზე არამედ ირანზე გაყვანა; 4. ტრანსკავკასიური ერთობის შესაძლებლობა. ასევე ისაუბრა დახურული საზღვრების პრობლემაზე და ყარაბაღის მიგრაციით გამოწვეულ შესაძლო კონფლიქტზე (სომხები დარჩენისა და აზერბაიჯანელების დაბრუნების შემთხვევაში). 

 

გიორგი მჭედლიშვილმა ისაუბრა საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაზე, პარალელი გაავლო ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს შორის, მათი გადადგმული ნაბიჯების სპეციფიკის გათალისწინებით. ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ დამოკიდებულებებზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მეთოდებთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ დასავლეთმა მეტად უნდა იაქტიუროს რეგიონში და მეტად ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში. 

 

ოლგა კამენჩუკმა ისაუბრა ევრაზიაში განახლებულ კონფლიქტებზე, უკრაინის ომსა და ტაივანის პრობლემაზე. ასევე განიხილა ჩინეთის  და მის ინტერესებზე რეგიონში.

 

შეხვედრის დასასრულს, იან კელიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონში დასავლეთის უფრო მეტად გააქტიურება და მიმდინარე პროცესებში ადეკვატური  ჩართულობა.

 

-

 

ღონისძიება ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. SIDA შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024