2018 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის განვითარება შეფერხდა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 17 მაისი 2019

2019 წლის აპრილში V-DEM-მა სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის ამსახველი 2018 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოკრატიის საშუალო ხარისხი გაუარესდა. მონაცემთა ანალიზისას თვალშისაცემია ის მიმართულებები, რამაც ბოლო წლებში გაუარესება განიცადეს და შესაბამისად ნეგატიური ასახვა ჰპოვეს საქართველოს რეიტინგში. მათ შორისაა:


- მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;

 

- კანონის წინაშე თანასწორობა; 

 

- სასამართლოს ანგარიშვალდებულება;

 

- სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეპრესიები.


უნდა აღინიშნოს აგრეთვე ის მიმართულებები, სადაც წინა წელთან შედარებით პროგრესი შეინიშნება. ასეთებია მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, ზედა ინსტანციის სასამართლოების დამოუკიდებლობის ინდექსები.


V-DEM მონაცემები ასახავს საქართველოში ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებს, რომლებმაც პირდაპირი გავლენა იქონიეს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. ანალიზისას დასტურდება ყოველი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას იმ საკითხების მხედველობაში მიღების საჭიროება, რომლებიც დემოკრატიის პრინციპების გაზომვის ინდიკატორებს წარმოადგენს და რომელთა უგულებელყოფა, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხზე აისახება.


V-DEM მონაცემების მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაღალი დონის ინდექსებმა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით მცირე ცვლილებები განიცადეს. კერძოდ, მცირედით გაიზარდა არჩევითი დემოკრატიის (0.668-დან 0.676-მდე), ლიბერალური დემოკრატიის (0.511-დან 0.53-მდე) და თანაბარზომიერების (0.571-დან 0.575-მდე) ინდექსები. მცირედით შემცირება და შესაბამისად ვითარების გაუარესება შეინიშნება ინდივიდუალური ჩართულობის დემოკრატიისა (0.387-დან 0.385-მდე) და დელიბერატიული დემოკრატიის (0.55-დან 0.548-მდე) მაკრო-ინდექსებში.

 

 

2018 წელს 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მაკრო ინდექსების მდგრადი განვითარება ინდივიდუალური ჩართულობისა და დელიბერატიული დემოკრატიის ინდექსებმა შეაფერხა, რომელიც სხვადასხვა ინდიკატორებით იზომება. აღნიშნული მიუთითებს, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით საზოგადოებას ნაკლებად ჰქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა სფეროებში საკუთარი ნება არჩევანის გაკეთების საშუალებით გამოეხატა. აგრეთვე, ნაკლებად იყო გამოყენებული დიალოგის ფორმატი სხვადასხვა საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის და გადაწვეტილებების მიღება ნაკლებად იყო მოტივირებული საზოგადო სიკეთით.


მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს განვითარებულმა მოვლენებმა უარყოფითი ასახვა ჰპოვეს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგომარეობის სფეროზე. კერძოდ, დაფიქსირდა სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი რეპრესიები და პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესუსტება, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა საქართველოში დემოკრატიის საშუალო ხარისხი.


მიმაგრებულ ფაილში განხილულის გარდა, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მონაცემები, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

/public/upload/IDFI_2019/General/V-dem_2018_final.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024