დევნილთა სტატისტიკა სტატუსის ჩამორთმევის, შეწყვეტისა და შემოსავლების მიხედვით

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ანალიზი 22 აპრილი 2018

შესავალი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დევნილად დარეგისტრირებულია 277,403 ადამიანი. დევნილთა უფლებები და მათ მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებები მნიშვნელოვანწილად ასახულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონი განსაზღვრავს როგორც დევნილის სტატუსის მინიჭების, ისე შეწყვეტისა და დევნილის შემწეობის შეჩერების საფუძვლებს.


საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, IDFI-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014-2017 წლებში ჩამორთმეული და შეწყვეტილი დევნილის სტატუსის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნით მიმართა. IDFI-მ ასევე მოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია იმ დევნილთა შესახებ, რომელთა თვიური შემოსავალი 1,250 ლარს აღემატება. სამინისტრომ კვლევის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია IDFI-ის სრულყოფილად მიაწოდა.

 

ძირითადი მიგნებები

 

 - 2014-2017 წლებში დევნილის სტატუსი ჯამში 1,232 ადამიანს ჩამოერთვა. ამ მხრივ ყველაზე მაღალი რიცხვი 2015 წელს დაფიქსირდა - 625;


 - 2014-2017 წლებში ჯამში ლტოლვილის სტატუსი 26,752 ადამიანს შეუწყდა. ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის ყველაზე ხშირი მიზეზი 2014 წელს სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობა იყო; 


 - დევნილებს დევნილის სტატუსი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო ყველაზე მეტჯერ 2016 წელს შეუწყდათ;


 - 2014 წელს სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო დევნილის სტატუსი შეუწყდა 17,177 პირს, თუმცა მომდევნო წლებში 5,5667 პირმა აღიდგინა სტატუსი;


 - რეგისტრირებულ 277,403 დევნილს შორის მხოლოდ 3.4 %-ის, 9,474 პირის ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 1,250 ლარს;


 - თბილისში მცხოვრები დევნილების მხოლოდ 5,5%-ს (5942 დევნილი) აქვს 1 250 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი, რაც საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

ანალიზი მომზადებულია პროექტის -საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის“- ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას.

 

 

/public/upload/pdf/IDPs_Final_Geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024