IDFI-ის ზამთრის სკოლა - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 15 დეკემბერი 2021

2021 წლის 9-14 დეკემბერს ჩატარდა IDFI-ის ზამთრის სკოლა „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“. სკოლის მიზანი იყო სტუდენტების ცოდნის გაღრმავება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, პრობლემურ საკითხებზე დისკუსიების წახალისება, შეხედულებების ურთიერთგაცვლა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება.

 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობდნენ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები. სკოლის ფარგლებში დარგის ექსპერტებმა განიხილეს შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები: ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, საკონსტიტუციო კონტროლი და სამართალწარმოება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ღია მმართველობა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, ინფორმაციის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი, გამოხატვის თავისუფლება.

 

ზამთრის სკოლის ფარგლებში მომხსენებლები იყვნენ:

 

1. კონსტანტინე კორკელია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორი.

 

2. ნანა ჭიღლაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.

 

3. დავით ჯანდიერი - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

4. ლევან ავალიშვილი - IDFI-ის პროგრამების დირექტორი.

 

5. გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის მოადგილე.

 

6. ეკატერინე სხილაძე - სახალხო დამცველის მოადგილე.

 

7. ქეთევან კუკავა - IDFI-ის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი.

 

8. პაატა ტურავა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.

 

9. სალომე ბახსოლიანი - სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე.

 

10. გიორგი გამეზარდაშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე.

 

11. ანა ჭიაბრიშვილი - IDFI-ის პროექტის მენეჯერი.

 

12. დავით მაისურაძე -IDFI-ის ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

ღონისძიების დასასრულს ზამთრის სკოლის მონაწილეებმა გამოავლინეს საუკეთესო სტუდენტები - ირაკლი მანაგაძე და აიჰან გასანოვი, ხოლო IDFI-იმ გამორჩეულ სტუდენტებად დაასახელა მარიამ გრიგოლიშვილი, ნიკა მაღედანი და ქრისტინა ქისტაშვილი.

 

ზამთრის სკოლის პროგრამა ხელმისაწვდომია აქ.

ზამთრის სკოლის ფოტო გალერეა იხილეთ აქ.

 

ზამთრის სკოლა ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024