IDFI-ის ტრენინგი სტუდენტებისთვის: ციფრული უფლებები და ციფრული წიგნიერება

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 22 მაისი 2023

2023 წლის 16 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, წიგნის სახლ ”ლიგამუსში” ციფრული უფლებებისა და წიგნიერების შესახებ ტრენინგი გამართა.

 

ღონისძიების დასაწყისში IDFI-ის ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა მონაწილეებს ელექტრონული მმართველობისა და ინოვაციების მიმართულებით ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ გააცნო. ტრენინგი დაეთმო ციფრული უფლებებისა და ციფრული წიგნიერების მნიშვნელოვან საკითხებს. კერძოდ, ტრენინგის პირველ ნაწილში სტუდენტები ციფრული უფლებების არსსა და საქართველოს კანონმდებლობის თავისებურებებს გაეცნენ. ასევე, პირველი სესია მოიცავდა იმ მთავარ ციფრულ გამოწვევებს, რაც საქართველოს შემთხვევაში საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევების თანახმად იკვეთება. მონაწილეები ასევე გაეცნენ IDFI-ის ბოლო კვლევებსა და რეკომენდაციებს ციფრული უფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების გაუმჯობესების თვალსაზრისით. 

 

ტრენინგის მეორე ნაწილს უძღვებოდა IDFI-ის ანალიტიკოსი, გვანცა ნიკურაძე, რომელმაც ტრენინგის მონაწილეებს გააცნო საჭირო რჩევები სხვადასხვა ციფრული პლატფორმის, სოციალური ქსელებისა და ელექტორნული მოწყობილობების უსაფრთხოდ გამოსაყენებლად. 

 

ტრენინგი ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, რამაც მონაწილეებს მისცა საშუალება გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილებები, დაესვათ შეკითხვები და გაეღრმავებინათ პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა ციფრული უსაფრთხოების საკითხებში. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024