IDFI-ის ტრენინგი სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 20 ივლისი 2020

17-19 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ორგანიზებულ ორდღიან პრაქტიკულ ტრენინგში მონაწილეობა 15-მა მსმენელმა მიიღო. მონაწილეებმა ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმები და მეთოდები შეისწავლეს.

 

ტრენინგი გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია - Luminate-ის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულმა რეგიონში მცხოვრებმა სტუდენტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა.

 

ტრენინგის მონაწილეებს IDFI-ის პროექტების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ინსტიტუტის მიმდინარე პროექტის - „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ (რომლის ფარგლებშიც ჩატარდა აღნიშნული ტრენინგი) ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

  

ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის მედიის, ინტერნეტისა და ინოვაციების პროგრამის ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი; IDFI-ის ანალიტიკოსი, მარიამ გოგიაშვილი და IDFI-ის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი.

 

მონაწილეთა შერჩევის კონკურსი 2020 წლის 24 ივნისიდან - 4 ივლისამდე მიმდინარეობდა, რომლის შედეგად IDFI-მ სულ 100 განაცხადი მიიღო. მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს შორის იყო მოტივაცია და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დასაბუთება. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

 

               

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024