IDFI უარყოფითად აფასებს Covid რეგულაციების დარღვევებზე დაანონსებულ ამნისტიას

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები 24 ივნისი 2021

24 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადა, რომ Covid რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებზე ამნისტია გამოცხადდება. პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად ჩამოწერილი იქნება ყველა ჯარიმა და შეწყდება ყველა მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნა.

 

საქართველო კვლავ ებრძვის პანდემიას, ამ პროცესში შეზღუდვების კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად დადგენა და მათი აღსრულება, პანდემიასთან ბრძოლის მთავარი საშუალებაა. ამნისტიის გამოცხადებით სახელმწიფო თავადვე აკნინებს მის მიერ გამოყენებული ან/და მომავალში გამოყენებადი შეზღუდვების ლეგიტიმურობას.

 

ვაქცინაციის მიმდინარე ტემპის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ საქართველო კვლავ დადგება შეზღუდვების დაწესების საჭიროების წინაშე. ამნისტიის გამოცხადება  მნიშვნელოვნად წაახალისებს Covid რეგულაციების დარღვევის ფაქტებს მომავალში, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოსგან რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებას გამოიწვევს. აღნიშნულს, გარდაუვლად მოჰყვება ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის ფაქტები.

 

პანდემია არ დასრულებულა, ვაქცინაციის თვალსაზრისით არაერთი პრობლემა ვლინდება, ხოლო ორი დღის წინ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის Covid რეგულაციების დასაწესებლად საჭირო უფლებამოსილების გაგრძელებას. ამ პირობებში, ამნისტიის გამოცხადება ბადებს ეჭვს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნებით  ან სხვაგვარი პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული.

 

IDFI-ის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ Covid რეგულაციების შემოღებისა და აღსრულების თვალსაზრისით მრავალი პრობლემა არსებობს, რომლებიც არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. მაგალითად, ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ათი ათასობით უკანონო ჯარიმაა გამოწერილი.  თუმცა ამნისტია წარსულისკენ მიმართული აქტია და იგი სისტემური პრობლემების პრევენციას ვერ მოახდენს. მეტიც, მაღალია ალბათობა, რომ სამომავლოდ იგი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს არსებული პრობლემების გამწვავებას. თუ სახელმწიფოს სურს, პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პრევენცია და დაშვებული შეცდომების აღმოფხვრა, მან ამისთვის პრევენციული და შემდგომი რეაგირების ეფექტური მექანიზმები უნდა შეიმუშაოს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024