ვეხმიანებით 3 ივლისს დაგეგმილი აქციის მხარდამჭერთა წინააღმდეგ გახშირებული ძალადობის ფაქტებს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 30 ივნისი 2022

3 ივლისის აქციის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერ პირების საინფორმაციო შეხვედრებზე თავდასხმები აშკარად ატარებს კოორდინირებულ ხასიათს და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

 

2022 წლის 3 ივლისს დაგეგმილია მშვიდობიანი აქცია, რომლის მიზანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ხელშეწყობა. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ცნობები აქციის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერ პირებზე/ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობისა და ხელშეშლის თაობაზე, კერძოდ:

 

- 2022 წლის 30 ივნისი: “შინ ევროპისკენ” კამპანიას დაუპირისპირდნენ ბათუმში იხ. ბმული

 

- 2022 წლის 30 ივნისი: სამტრედიაში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მსვლელობისას თავს დაესხნენ გიგი გიგიაძეს იხ. ბმული

 

- 2022 წლის 30 ივნისი: “შინ ევროპისკენ” კამპანიის ჩატარებას ხელი შეუშალეს თელავში იხ. Ბმული

 

- 2022 წლის 30 ივნისი: ძალადობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იხ. ბმული.

 

- 2022 წლის 30 ივნისი: “შინ ევროპისკენ” კამპანიის წევრებს ორგანიზებულად დაუპირისპირდნენ ხონში და ხელი შეუშალეს მოსახლეობასთან შეხვედრას იხ. Ბმული

 

- 2022 წლის 29 ივნისი: ქუთაისში “შინ ევროპისკენ” კამპანიის წევრებს: გიორგი ჯანელიძეს და გიგი გიგიაძეს ორგანიზებული თავდასხმის გზით ხელი შეუშალეს მოსახლეობასთან კომუნიკაციაში  იხ. ბმული

 

- 2022 წლის 29 ივნისი: თავდასხმა ბადრი ჯაფარიძეზე ყვარელში იხ. Ბმული

 

- 2022 წლის 29 ივნისი: თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე გურიაში იხ. ბმული

 

გავრცელებული ცნობების თანახმად, ხელშეშლის ჩამოთვლილ ინციდენტებში, რიგ შემთხვევებში მონაწილეობდნენ, მმართველი პარტიის წარმოამდგენლები, მათ შორის საჯარო მოხელეები.  მთლიანობაში ჩანს, რომ ძალადობის და ხელშეშლის აღწერილ ფაქტები არის არა შემთხვევითი, არამედ ატარებს ორგანიზებულ ხასიათს.

 

აღწერილი ქმედებები, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე და 161-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულების ნიშნებს, რაც სიტყვის თავისუფლების ან/და ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას და შეკრებისა და მინფესტაციების უფლების ხელყოფას  გულისხმობს.

 

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს 3 ივლისის აქციის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერთა საზოგადოებრივი კამპანიების მშვიდობიანი წარმართვა. სამინისტრომ უნდა განახორციელოს, კანონით გათვალისწინებული პრევენციული და შემდგომი რეაგირების ღონისძიებები რათა არ დაუშვას 3 ივლისის აქციის ფონის დამძიემბა და ძალადობის წახალისება.

 

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024