IDFI-მ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 9 მარტი 2021

2021 წლის 5 მარტს IDFI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კომენდანტის საათის  გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

 

3 თვეზე მეტია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში[1] და ერთნაირი სიმკაცრით მოქმედება კომენდანტის საათი. სახელმწიფოს 7 ყველაზე დიდ ქალაქში კი კომენდანტის საათის მოქმედება 4 თვეს აღემატება.[2]

 

მართალია, საქართველოს პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცა მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობა, თუმცა მთავრობა, ცხადია, არ სარგებლობს აბსოლუტური თავისუფლებით და შეზღუდულია პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნებით. კერძოდ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-3 პუნქტი საქართველოს მთავრობას ავალდებულებს მიმოსვლის თავისუფლება არ შეზღუდოს იმაზე მეტად, ვიდრე ამას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს.

 

კომენდანტის საათის დაწესების შემდგომ საქართველოში ეპიდემიური თვალსაზრისით მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. საქართველოს მთავრობამ გააუქმა ან შეამსუბუქა თითქმის ყველა შემზღუდავი ღონისძიება გარდა კომენდანტის საათისა. კომენდანტის საათი არ არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ორდინარული ღონისძიება. მისი ეფექტები არსებით ზიანს აყენებს სხვა კონსტიტუციური უფლებებით დაცულ სფეროებს. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლებას, პროფესიული საქმიანობის განხორციელებას, ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, პირად ცხოვრებას. იშვიათი გამონაკლისების გარდა, კომენდანტის საათის ეფექტები ინტენსიურად ზღუდავს თითქმის ყველა კონსტიტუციურ უფლებას.  სწორედ ამიტომ, როგორც აღინიშნა, კომენდანტის საათის გამოყენებისას სახელმწიფო თავისუფალი მოქმედების ფარგლები პირობადადებულია ამ ღონისძიების გამოყენების მკაცრი საჭიროებით.

 

ნორმატიულ დონეზე საქართველოში ყველა სხვა შეზღუდვა შემსუბუქდა. სრულად აღსდგა ტრანსპორტი, სარესტორნო ბიზნესს ეძლევა დახურულ სივრცეში საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, შესაძლებელი იქნება ტრენინგების და სხვა მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვა ჩატარება და ა.შ. სხვაგვარად, პანდემიის შემსუბუქებასთან ერთად ბალანსდება ყველა სხვა შეზღუდვა. ფაქტობრივად, ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც ცვლილება არ შეხებია არის კომენდანტის საათი.

 

დღეს, როგორც ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას აცნობა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება კომენდანტის საათის გაუქმება. არგუმენტი ისაა, რომ ყველა ტიპის შეზღუდვის ერთდროულად  შემსუბუქება არასასურველია. ამგვარი დამოკიდებულება ცხადად მიუთითებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ/ვერ იაზრებს კომენდანტის საათიდან მომდინარე უფლების შეზღუდვის სიმწვავეს და მას არ იყენებს, როგორც უკიდურესად აუცილებელ ღონისძიებას. ასეთი მიდგომით,  კომენდანტის საათი უწყვეტად შეიძლება გაგრძელდეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ვაქცინაციამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში კომენდანტის საათის პირობებში ცხოვრების დაშვება, თავისთავად მიუთითებს ამ ღონისძიების არაპროპორციული გამოყენების თაობაზე.

 

არსებით ყურადღებას იმსახურებს, კომენდანტის საათის სიმკაცრე. კერძოდ, კომენდანტის საათის განმავლობაში არ არსებობს საგამონაკლისო ნორმატიული კრიტერიუმი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ღონისძიების მასშტაბურობით გამოწვეული ეფექტების შემსუბუქება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, კომენდანტის საათის გავრცელება გამოხატვის თავისუფლების რეალიზების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე (შეკრებებსა და მანიფესტაციებზე).

 

აქედან გამომდინარე, IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მიმოსვლის თავისუფლებას ზღუდავს არაპროპორციულად, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.  ამავე საკითხზე, IDFI უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს.

 

____

 

[1] გამონაკლისი დაშვებულ იქნა ახალი წლისა და შობის ღამეს.

[2] 2020 წლის 9 ნოემბრიდან კომენდანტის საათი დაწესდა საქართველოს 7 ძირითად ქალაქში, ხოლო 28 ნოემბრიდან კომენდატის საათი გავრცელდა სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024