IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 7 მაისი 2024

დღეს, 7 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, შვედეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მედიასთან კომუნიკაციის დროს, უცნობი პირი IDFI-ს აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს, დაესხა თავს. თავდამსხმელმა, რომელიც გადაადგილდებოდა ავტომობილით, გიორგი კლდიაშვილს  მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ავტომობილის გაჩერების შემდეგ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირებაც. IDFI-ს წარმომადგენლების მიერ ტერიტორიის დატოვებიდან მალევე, იგივე პირი თავს დაესხა იქვე მყოფ მედიას - ფორმულას გადამღებ ჯგუფს, ოპერატორსა და მძღოლს. 

 

ნიშანდობლივია, რომ ინციდენტი მოხდა შვედეთის საელჩოს მიმდებარე ტეროტორიაზე, იმ დროს როდესაც საქართველოში იმყოფება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, იოჰან ფორსელი, რომელმაც გამართა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. 

 

მივიჩნევთ, რომ IDFI-ს აღმასრულებელ დირექტორსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა არის მმართველი პარტიის მიერ, რუსული კანონის მხარდასაჭერად წარმოებული სიძულვილის კამპანიის პირდაპირი შედეგი. 



 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გორში შვედეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30.05.2024

ვენეციის კომისიის დასკვნა რუსულ კანონზე: მოკლე მიმოხილვა

27.05.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს მონაწილეების ბიზნეს კავშირები

23.05.2024
განცხადებები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024
ბლოგპოსტები

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023