IDFI-მ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარადგინა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | პოლიტიკის დოკუმენტები 3 აპრილი 2020

2020 წლის მარტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესი დაიწყო. ამ ინიციატივის ფარგლებში, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ მთავრობას წარუდგინა მოსაზრებები და რეკომენდაციები  იმ ძირითად მიმართულებებსა და ამოცანებთან დაკავშირებით, რაც ახალი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ამოცანებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვა და კანონის უზენაესობის განმტკიცება. სტრატეგიის გრძელვადიანი ხასიათიდან გამომდინარე, ის უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა განმტკიცების ფართო ხედვას, რომელიც რეალურ და ხელშესახებ შედეგებს გამოიწვევს კონსტიტუციური პრინციპების პრაქტიკაში რეალიზების პროცესში.

 

IDFI-ს მოსაზრებები და რეკომენდაციები შემდეგ საკვანძო და აქტუალურ საკითხებს ეხება:

 

1)     სამართლიანი სასამართლოს უფლება;

 

2)     გამოხატვის თავისუფლება/ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

 

3)     პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;

 

4)     პროკურატურის დამოუკიდებლობა;

 

5)     თანასწორობის უფლება;

 

6)     ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

 

 

 

მოცემული მასალის/გამოცემის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024