IDFI-ის პანელური დისკუსია აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიურ შეხვედრაზე - მდგრადი განვითარების მიზნები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 7 მაისი 2021

4 მაისს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 54-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გაუძღვა პანელურ დისკუსიას - პროგრესის გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის მიმართულებით Civid-19-ის შემდგომ პერიოდში.

 

დისკუსიის ფარგლებში განვიხლეთ საქართველოსა და სომხეთის გამოცდილება მდგრადი განვითარების მიზნების ინსტიტუციონალიზაციის და ლოკალიზაციის მიმართულებით და ვისაუბრეთ ამ პროცესში მონაწილოებით პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე. პანელის მონაწილეებმა მსმენელებს ასევე გაუზიარეს საკუთარი ხედვები იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა კოვიდ-19-ის პანდემიამ მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესზე ეროვნულ დონეებზე.

 

მდგარდი განვითარების მიზნების ინსტიტუციონალიზაცია, შესაბამისი პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების/უწყებების განსაზღვრა და ისეთი მეთოდების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას მდგრადი განვითრების მიზნების მიღწევის უმნიშვნელოვანეს წინაპირობებს წარმოადგენენ. მდგრადი განვითრების მიზნების იმპლემენტაცია შეუძლებელია ძლიერი ინსტიტუტების გარეშე, რომლებსაც გააჩნიათ 2030 წლის დღის წესრიგის ნაციონალიზაციის საერთო ზედამხედველობისა და კონკრეტული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის უფლებამოსილება. პანელური დისკუსიის თემა მჭიდროდ უკავშირდებოდა ADB-ის მე-6 პრიორიტეტულ მიმართულებას - მმართველობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, რადგან პანელის მონაწილეებმა განიხილეს მდგარდი განვითარების მიზნების ინსტიტუციონალიზაციის პროცესი, შესაბამის უფლებამოსილ უწყებათა მანდატები, მათი რესურსები და მომავალი განვითარების საჭიროებები.

 

დისკუსიის ერთ-ერთ ცენტრალურ თემას წარმოადგენდა მონაწილეობითი პრინციპები მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში. მან ხელი შეუწყო სამთავრობო და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგს და მოახდინა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება. შესაბამისად პანელური სესია ასევე შეესაბამებოდა ADB-ის მე-7 პრიორიტეტულ მიმართულებას - რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის განმტკიცება.

 

სესიას მოდერაციას უწევდა IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და მასში მონაწილეობდა 5 სპიკერი. ორი გამომსვლელი წარმოადგენდა საქართველოს, ხოლო ორმა გამომსვლელმა დამსწრეებს გაუზიარა სომხეთის გამოცდილება. ნათია ცისკარიძემ, მდგარდი განვითარების მიზნების ეროვნულმა კოორდინატორმა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დამსწრეებს გაუზიარა მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით მიღწეული პროგრესი და მიღწევები საქართველოში. შემდეგმა გამომსვლელმა - ნინო მერებაშვილმა ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივაზე, და დამსწრე საზოგადოებას გააცნო საკუთარი მოსაზრებები მდგრადი განვითარების მიზნების ინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ.

 

შემდგომ დამსწრეები გაეცნენ სომხეთის გამოცდილებას. ელენ საჰრადიანმა, რომელიც წარმოადგენდა სომხეთის SDG Innovation Lab-ს ისაუბრა სომხეთის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე, SDG Innovation Lab-ის პერსპექტივიდან. მან განიხილა დაწესებულების საქმიანობა ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის მონაცემთა დამუშავება და რეალურ დროში განახლებად ინფორმაციაზე დაფუძნებული მონაცემთა ბაზები, მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგის პლატფორმა და ფინანსირების არატრადიციული მექანიზმების მოზიდვა.  ჰეღინე მენესიანმა, კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრის სომხეთის ფილიალის წარმომადგენელმა, დამსწრეებს გააცნო 2030 წლის დღის წესრიგის მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოების ხედვები. მან განიხილა მდგრადი განვითარების მიზნების ინსტიტუციური წყობა სომხეთში და არსებული გამოწვევები პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და დაინტერსებულ მხარეთა ჩართულობის მიმართულებით.

 

ADB-ის წარმომადგენელმა, მდგარდი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა (Director General) დამსწრეებს გაუზიარა ADB-ის ხედვები ორგანიზაციის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერის მიმართულებით კოვიდ-19-ის შემდგომ პერიოდში. მან ისაუბრა პანდების გავლენაზე განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, მდგრადი განვითარების მიზნების ფინანსირების გამოწვევებზე, სამოქალაქო საზოგადოების როლზე მიზნების მიღწევის გზაზე და დამსწრეებს გაუზიარა ADB-ს მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის პრაქტიკული მაგალითები.

 

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ სპიკერებმა მიიღეს კითხვები დამსწრე საზოგადოებისგან და ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის ხარისხი საქართველოსა და სომხეთში, ADB-ის სამომავლო გეგმები პანდემიის შეგდების შემსუბუქების მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

IDFI მადლობას უხდის სპიკერებსა და დამსწრეებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ADB-ის,  NGO and Civil Society Center-სა და ADB-ის ყველა იმ წარმომდგენლის მიმართ, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ ღონისძიების დაგეგმვის ყოველ ეტაზე და მოგვცეს ინფორმაციული დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობა.

 

სესიაზე განხილული საკითხების ვიზუალური შეჯამება, მომზადებული Tofu Creatives-ს მიერ შეგიძლია იხილოთ აქ:

 

 

ღონისძიების ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024