IDFI-ის პარტნიორი ორგანიზაცია რუსეთში კვლავ ზეწოლის ქვეშაა

განცხადებები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 1 მაისი 2021

30 აპრილს რუსეთში დააკავეს ადვოკატი, ივან პავლოვი, რომელიც IDFI-ის პარტნიორი უფლებადამცველი ორგანიზაციის „გუნდი 29“ (Команда 29ხელმძღვანელია. პავლოვი ასევე არის კრემლის ოპონენტის, ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ადვოკატი. მას ბრალად ედება გაჭიანურებულ გამოძიებებთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის გამხელა. „გუნდი 29-ის წარმომადგენლების თქმით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შეიჭრნენ ერთ-ერთ სასტუმროში პავლოვის ნომერში, დაარბიეს ორგანიზაციის სანქტ-პეტერბურგის ოფისი და, ასევე - ტექნიკური მენეჯერის სახლი.

 

ივან პავლოვი რუსეთში ერთ-ერთი წარმატებული ადვოკატია, რომელიც ხშირად იცავს ისეთი პირების უფლებებს, რომლებსაც სასამართლო დავები აქვთ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან. აღსანიშნავია, რომ „გუნდი 29“ იცავს ყოფილი ჟურნალისტის, ივან საფრონოვის უფლებებს, რომელსაც NATO-ს სასარგებლოდ რუსეთის სახელმწიფოს ღალატი ედება ბრალად. ივან პავლოვის წინააღმდეგ გამოძიება სწორედ საფრონოვის საქმესთან დაკავშირებით დაიწყო, ვინაიდან მას ადანაშაულებდნენ საფრონოვის საქმის დეტალების მედიისთვის გამჟღავნებაში. თუმცა, ივან პავლოვის დაკავება და საპოლიციო რეიდები „გუნდი 29“-ის ოფისებში დაიწყო ოთხი დღეში მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დაიცავდა ნავალნის ორგანიზაციების უფლებებს, რომლებსაც რუსეთის პროკურატურა ადანაშაულებს ექსტრემიზმში და მოითხოვს მათი საქმიანობის აკრძალვას რუსეთის ტერიტორიაზე. 

 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც „გუნდი 29“ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ ექცევა. ორგანიზაცია აღნიშნული სახელით ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც მისი წევრების მიერ 2004 წელს დაარსებულ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდს“ რუსეთის პროკურატურამ „უცხო ქვეყნის აგენტობაში“ დასდო ბრალი 2014 წელს და ჩამოართვა საქმიანობის გაგრძელების უფლება. შედეგად, ყოფილი ფონდის იურისტები და ჟურნალისტები გაერთიანდნენ და შექმნეს „გუნდი 29" (რუსეთის კონსტიტუციის 29-ე მუხლი ინფორმაციის თავისუფლებისა და ხელმისაწვდომობის საკითხებს არეგულირებს), რომლის მეშვეობითაც დღემდე განაგრძობენ მუშაობას ინფორმაციის თავისუფლების დაცვისა და რუსეთში დემოკრატიული პრინციპების გამყარების კუთხით.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდი“ IDFI-ის ერთ-ერთი მოწინავე პარტნიორი ორგანიზაცია იყოხოლო „გუნდ 29-სთან“ დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაცია.

IDFI კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ და მოუწოდებს საერთაშორისო უფლებადამცველ საზოგადოებას გამოიყენონ ყველა მათ ხელთ არსებული რესურსი ივან პავლოვის უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველყოფისთვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024